რუკოლას სალათის რეცეპტი
უგემრიელესი და ჯანსაღი რუკოლას სალათის რეცეპტი ლიმონის წვენით და პარმეზანით. ეს არის უმარტივესად მოსამზადებელი სალათა, რომლისთვისაც სულ რამდენიმე წუთია საჭირო.
მომზადების წესი
1
დიდ თასში მოათავსეთ დაჭრილი რუკოლა და თქვენს მიერ შერჩეული მწვანილი და მოურიეთ.
2
პატარა თასში აურიეთ ინგრედიენტები: ლიმონის წვენი, ძმარი, ზეითუნის ზეთი და მარილი.
3
მიღებული სითხე მოასხით რუკოლას და კარგად აურიეთ, რომ მთლიანი მასა კარგად შეერიოს ერთმანეთს.
4
ბოლოს, რუკოლას სალათას ზემოდან მოაყარეთ პარმეზანი და მზესუმზირა ან თხილი.
დრო15წთ
პორცია6
კალორია122
ინგრედიენტები
- 150 გრ რუკოლა
- 1/3 ჭიქა ყველი პარმეზანი
- 3 ს/კ მზესუმზირა ან დაჭრილი თხილი
- 1 ს/კ დაჭრილი მწვანილი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ს/კ ძმარი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1/2 ჩ/კ კოშერის მარილი