ნახშირწყლები არის აუცილებელი მაკროელემენტი, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენს ჯანმრთელობაში და ენერგიით გვავსებს.
მისი მიღება შეიძლება სხვადასხვა საკვებიდან – ხილი, მარცვლეული, ბოსტნეული და სხვა. ასევე, სასურველია ვიცოდეთ თუ რა არის ნახშირწყლები და რა დოზით შეიძლება მათი მიღება.
რომელია ნახშირწყლებით მდიდარი საკვები
ქვემოთ არის ნახშირწყლებით მდიდარი საკვების ჩამონათვალი, რომლის მიღებაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
1. შვრია
შვრია რთული ნახშირწყლების მდიდარი საკვებია, განსაკუთრებით სახამებლით და ბოჭკოთი. ერთი ჭიქა მოხარშული შვრია შეიცავს დაახლოებით 27 გრამ ნახშირწყლებს, მათ შორის 4 გრამ ბოჭკოს. ბოჭკოების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს საჭმლის მონელების დარეგულირებას და სისავსის შეგრძნებას.
ის ასევე შეიცავს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს – მანგანუმი და ფოსფორი. შვრიის რეგულარული მოხმარება დაკავშირებულია ქოლესტერინის დონის შემცირებასთან და წონის უკეთ მართვასთან.
2. წიწიბურა
წიწიბურა არის რთული ნახშირწყლებით მდიდარი მარცვლეული და ერთი ჭიქა მოხარშული წიწიბურა შეიცავს დაახლოებით 33 გრამ ნახშირწყლებს. წიწიბურას მიღება კვირაში რამდენჯერმე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ წიწიბურას მარტივი დიეტა.
ეს მარცვლეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით რუტინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის სისხლის შედედებას. ის ასევე არის მინერალების კარგი წყარო, როგორიცაა სპილენძი და მაგნიუმი.
3. ჭარხალი
ერთი ჭიქა მოხარშულ ჭარხალი შეიცავს დაახლოებით 13 გრამ ნახშირწყლებს. ეს არის შაქრისა და ბოჭკოს ნაზავი, რაც უზრუნველყოფს სწრაფ ენერგიას და სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ჭარხალს ახასიათებს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
რეკომენდებულია მისი მიღება კვირაში 2-3-ჯერ და ჭარხლის სალათა კარგი ვარიანტია. ჭარხალი არის ფოლიუმის წყარო, რომელიც მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და ფუნქციონირებისთვის. ის ასევე შეიცავს ნიტრატებს, რომლებიც ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას.
4. სტაფილო
სტაფილო არის კიდევ ერთი ნახშირწყლებით მდიდარი საკვები და ერთი ჭიქა შეიცავს დაახლოებით 12 გრამ ნახშირწყალს. ძირითადად ეს არის შაქარი და ბოჭკო და ასევე, მაღალი რაოდენობით შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელსაც ორგანიზმი გარდაქმნის A ვიტამინად, რაც კარგია მხედველობისთვის.
სტაფილოს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს – მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შეიცავს ვიტამინ K1-ს, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის შედედებისა და ძვლების ჯანმრთელობისთვის და სხვადასხვა B ვიტამინებს.
5. ბანანი
ბანანი მდიდარია მარტივი ნახშირწყლებით და საშუალო ზომის ბანანი შეიცავს დაახლოებით 27 გრამ ნახშირწყლებს. ეს ნახშირწყლები ძირითადად ბუნებრივი შაქარი და სახამებელია, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ ენერგიას. დამატებით, ის შეიცავს ბოჭკოებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.
ნახშირწყლების გარდა, ბანანი სავსეა კალიუმით, ვიტამინი B6 და C ვიტამინით. კალიუმი ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და არტერიული წნევის რეგულირებას, ხოლო ვიტამინი B6 აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის.
6. ფორთოხალი
ფორთოხალი არის ნახშირწყლებით მდიდარი ხილი, რომლის შემცველობა დაახლოებით 15 გრამია. ეს ნახშირწყლები ძირითადად მარტივი შაქრისა და ბოჭკოს სახითაა წარმოდგენილი. ფორთოხალი არის ძალიან კარგი ქოლესტერინის დამწევი საშუალება.
ფორთოხალი ცნობილია C ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის. ის ასევე შეიცავს სხვა სასარგებლო ნაერთებს, როგორიცაა ფლავონოიდები და კაროტინოიდები, რამაც შეიძლება შეამციროს ანთება და ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა გულის დაავადება და კიბო.
შეჯამება
ნახშირწყლებით მდიდარი საკვები არის ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების შესანიშნავი წყარო. ეს საკვები შეიძლება იყოს ხილი, ბოსტნეული ან მარცვლეული. ასე, რომ ეცადეთ ყოველდღე მიიღოთ საკვები რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს.