კატლეტის რეცეპტი
კატლეტის რეცეპტი, რომლის საშუალებითაც სწრაფად და მარტივად მოამზადებთ ხორცის გემრიელ კერძს, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვა გარნირთან ერთად.
მომზადების წესი
კატლეტის მოსამზადებლად დიდ თასში აურიეთ საქონლის ფარში, დაჭრილი ხახვი, კვერცხი და სანელებლები – მარილი, შავი პილპილი და წითელი წიწაკა.
დატეხეთ პურის ნაჭრები წვრილ ნატეხებად და მოათავსეთ ჭიქაში ან პატარა თასში. მიღებული ხორცის მასისგან გააკეთეთ ოვალური ფორმის კატლეტები და ამოურიეთ პურის ნატეხებში ისე, რომ მთლიანად დაიფაროს.
წინასწარ გააცხელეთ დიდი ტაფა საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ თითო სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და კარაქი. კატლეტის თითო მხარე შეწვით დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, ტაფას დააფარეთ თავსახური.
შესამოწმებლად, შეგიძლიათ კატლეტი გაჭრათ დანით და თუ შიგთავსი წვნიანია სისხლის გარეშე, ის მომზადებულია. შეგიძლიათ მიირთვათ გარნირთან ერთად – მოხარშული წიწიბურა, კარტოფილის პიურე.
- 700 გრ საქონლის ფარში
- 1 ხახვი
- 1 კვერცხი
- 1 ½ ჩ/კ მარილი
- ½ ჩ/კ შავი პილპილი
- ½ ჩ/კ წითელი წიწაკა
- 2 ნაჭერი პური
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ს/კ უმარილო კარაქი