გრეიპფრუტის დიეტა არის ერთ-ერთი პირველი მოდური დიეტა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდა და წონაში კლების კარგ მეთოდად ითვლება.
მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ამ დიეტას შეუძლია ცხიმების დაწვა და წონაში დაკლება სულ რაღაც 12 დღეში. თუმცა, საჭიროა უფრო მეტი დეტალის, სარგებლის და რისკების ცოდნა.
რა არის გრეიპფრუტის დიეტა
გრეიპფრუტის დიეტა არის მოკლევადიანი კვების გეგმა, რომელიც 1930-იანი წლებიდან არსებობს. ის ასევე ცნობილია როგორც ჰოლივუდის დიეტა და 18 დღიანი დიეტა და ის გრძელდება 10-12 დღე, რასაც მოჰყვება 2 დღიანი შესვენება.
თავის არსში, გრეიპფრუტის დიეტა არის დაბალი ნახშირწყლების, ცილებით მდიდარი კვების გეგმა, რომელიც დროსაც ყოველ კვებაზე უნდა მიირთვათ გრეიპფრუტი ან მისი წვენი.
განსხვავებით სხვა დიეტებისგან, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ მრავალფეროვანი საკვები, რაც მას ერთ-ერთ მარტივ დიეტად აქცევს.
რისი ჭამა შეიძლება
ამ დიეტაში მთავარ როლს ცილა ასრულებს. ამიტომაც, ძირითადად უნდა მიირთვათ ცილოვანი საკვები გრეიპფრუტთან ერთად და რაც შეიძლება ნაკლები ნახშირწყლები.
დამატებით, სასურველია დღეში რვა ჭიქა წყლის მიღება და დაშვებულია დღეში ერთი ჭიქა შავი ყავა. აღსანიშნავია, რომ გრეიპფრუტის დიეტა საკმაოდ დაბალკალორიულია და საჭიროა საკვების სწორი არჩევა.
თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ:
- ცილები: კვერცხი, ხორცი, თევზი.
- ბოსტნეული: პომიდორი, კიტრი.
- ცხიმები: კარაქი, სალათის სოუსი.
- სითხე: წყალი, შავი ყავა.
შეზღუდული ან აკრძალული საკვები:
- შაქარი და ტკბილი საკვები.
- ხილის უმეტესობა.
- ტკბილი ბოსტნეული.
- მარცვლეული და სახამებლიანი ბოსტნეული.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
სხვა დიეტების მსგავსად, გრეიპფრუტის დიეტასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
გრეიპფრუტის დიეტა ხელს უწყობს საკვები ნივთიერებებით მდიდარი, დაბალკალორიული ხილის რეგულარულ მოხმარებას. ის მდიდარია C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით და ბოჭკოებით, რომელიც კარგია იმუნიტეტისთვის და ხელს უწყობს სისავსის გრძნობას.
ამის მიუხედავად, ეს დიეტა უკიდურესად შემზღუდველია და კალორიების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა. ეს ყველაფერი ართულებს მის გრძელვადიან დაცვას.
დადებითი მხარეები:
- C ვიტამინის მაღალი შემცველობა.
- მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
- შეიძლება გაზარდოს მაგნიუმის, კალიუმის და ბოჭკოების რაოდენობა.
უარყოფითი მხარეები:
- უკიდურესად დაბალკალორიული.
- შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე და დაღლილობა.
- შემზღუდველი და რთული შესანარჩუნებე
გრეიპფრუტის დიეტა და წონაში კლება
დიდი ხანია, რაც გრეიპფრუტის დიეტა ასოცირდება წონის დაკლებასთან, რაც სხვადასხვა კვლევაზეა დაფუძნებული. თუმცა, საჭიროა უფრო მეტი დეტალის ცოდნა მის შესახებ.
გრეიპფრუტის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს წელის ზომის და სხეულის მასის ინდექსის (BMI) შემცირებას. თუმცა, ეს გამოწვეულია კალორიების ძალიან დაბალი შემცველობით – 1000 კალორიაზე ნაკლები დღეში – და არა თავად გრეიპფრუტის რაიმე განსაკუთრებული თვისებით.
გამოთვალეთ BMI კოეფიციენტი
ჩვენი კალკულატორი დაგეხმარებათ მარტივად გამოითვალოთ თქვენი BMI.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს წონის სწრაფი დაკლება, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:
- 12 დღეში 20 კილოგრამის დაკლება არარეალურია.
- დაბალკალორიული დიეტა იშვიათად იწვევს წონის ხანგრძლივ შენარჩუნებას.
- წონის სწრაფი კლება კალორიების შეზღუდვით ხშირად იწვევს ამ წონის აღდგენას ნორმალური კვების გაგრძელების შემდეგ.
შეჯამება
ძალიან ცოტა მტკიცებულებაა, რაც გრეიპფრუტის დიეტის განსაკუთრებულობას ამტკიცებს. ის უბრალოდ დაბალკალორიულია, რაც იწვევს წონაში დაკლებას, თუმცა შეწყვეტის შემდეგ ძალიან მალე ხდება ამ წონის ისევ მომატება. ამიტომაც, ეს არის მოკლევადიანი დიეტა.