კრაბის სალათის რეცეპტი

უგემრიელესი და მარტივად მოსამზადებელი კრაბის სალათის რეცეპტი, რომელსაც სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება.

სალათები
მომზადებული კრაბის სალათა

მომზადების წესი

1

დაჭერით კრაბის ჩხირები, წითელი ხახვი, მწვანე ხახვი, ნიახური, მოათავსეთ თასში და აურიეთ.

2

ცალკე თასში მოათავსეთ და ერთმანეთში აურიეთ მაიონეზი, არაჟანი, ლიმონის წვენი, დიჟონის მდოგვი, მარილი და შავი პილპილი.

3

მიღებული მასა მოასხით კრაბის და ხახვის ნაერთს და კარგად მოურიეთ. გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილით.

4

კრაბის სალათა შეგიძლიათ მიირთვათ დაუყოვნებლივ ან მოათავსოთ კონტეინერში და შეინახოთ მაცივარში, მაქსიმუმ 2 დღით.

დრო20წთ
პორცია8
კალორია245
ინგრედიენტები
  • 680 გრ კრაბის ჩხირები
  • ½ წითელი ხახვი
  • 1 ღერი ნიახური
  • 6 გრ მწვანე ხახვი
  • 170 გრ უცხიმო მაიონეზი
  • 60 გრ არაჟანი
  • 15 გრ ლიმონის წვენი
  • 5 გრ დიჟონის მდოგვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით