ვაშლის დიეტა: ჯანსაღი და მოკლევადიანი

ოქტომბერი 12, 2024
სარჩევი

ვაშლის დიეტა საკმაოდ პოპულარულია, რადგან ის არის ჯანსაღი და გემრიელი ხილი და საკმაოდ მოკლე ხანში შეიძლება შედეგის დანახვა.

თუმცა, სანამ მის დაცვას დაიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ სხვადასხვა დეტალი ამ დიეტის შესახებ, რადგან თავიდან აირიდოთ არასასურველი პრობლემები.

რა არის ვაშლის დიეტა

წითელი და მწვანე ვაშლი მაგიდაზე

ვაშლის დიეტა არის წონის დაკლების მოკლევადიანი გეგმა, რომელიც გრძელდება 5-7 დღე. ამ დროს, თქვენ მთლიანად ანაცვლებთ რომელიმე კვებას ვაშლით, ან ურევთ მას სხვადასხვა საკვებში.

რადგან ვაშლი დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით, მისი საშუალებით მარტივად შეიძლება წონაში დაკლება, ხელს უშლის ცხიმის შეწოვას და იწვევს სისავსის შეგრძნებას.

გასათვალისწინებელია, რომ ასეთმა შეზღუდულმა კვებამ შესაძლოა ორგანიზმი ვერ უზრუნველყოს ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით. ამიტომაც, ამ დიეტის დაცვა ერთ კვირაზე მეტი ხნით არ არის რეკომენდებული.

უარყოფითი მხარეები

ვაშლის დიეტა არ არის გამონაკლისი და სხვა დიეტების მსგავსად, მასაც აქვს გარკვეული უარყოფითი თვისებები, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი ძალიან სასარგებლო ხილია, მხოლოდ მისმა ჭამამ შეიძლება გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონიოს ორგანიზმზე. ზოგადად ეს ეხება ყველა ხილის დიეტას, მაგალითად როგორიცაა გრეიპფრუტის დიეტა.

უარყოფითი მხარეებიდან, რომელიც ვაშლის დიეტას ახასიათებს, გამოსაყოფია:

  • გაზები და შებერილობა: ვაშლის მოხმარების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო. ამის შესამცირებლად, რეკომენდებულია წყლის მოხმარების გაზრდა.
  • ვაშლის ალერგია: ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგია ვაშლის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, გათლილი ვაშლის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ალერგიული რეაქციების შემცირებას, მაგრამ მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.
  • პესტიციდების ზემოქმედება: ჩვეულებრივად მოყვანილი ვაშლი ხშირად შეიცავს პესტიციდების მაღალ დონეს, რაც საკმაოდ “აბინძურებს” ხილს. შესაძლებელია მისი ჩანაცვლება ორგანული ვაშლით, თუმცა მას შედარებით მაღალი ფასი აქვს.

რა ვჭამოთ და რას ავარიდოთ თავი

რა თქმა უნდა, ვაშლის დიეტის დროს თქვენ იღებთ სხვა საკვებსაც. თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის საკვები რომლის მიღებაც უნდა შეწყვიტოთ. ამით უკეთეს შედეგს მიიღებთ.

ქვემოთ ჩამოთვლილია ვაშლის დიეტის დაცვის დროს დაშვებული და აკრძალული პროდუქტი და საკვები.

დაშვებულია:

  • ხილი
  • ფოთლოვანი ბოსტნეული
  • კვერცხი
  • თევზი
  • დაბალცხიმიანი რძე
  • ჯანჯაფილი
  • ნიორი
  • ზეითუნის ზეთი
  • ხილის და ბოსტნეულის სმუზი

აკრძალულია:

  • კარაქი
  • მაიონეზი
  • ქოქოსის რძე
  • ალკოჰოლი
  • გაზიანი სასმელი
  • საქონლის ხირცი
  • ღორის ხორცი
  • ქათმის კანი

ვაშლის 5 დღიანი დიეტის მენიუ

ჩაკბეჩილი მწვანე ვაშლი

თუ ვაშლის დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, აუცილებელია მიჰყვეთ გეგმას. მკაცრად განსაზღვრული მენიუ არ არსებობს, თუმცა პირველ დღეს სასურველია მიირთვათ მხოლოდ ვაშლი.

დანარჩენ დღეებში ვაშლს ურევთ სხვადასხვა საკვებს რომლის მირთმევაც შეიძლება და ეს გრძელდება ხუთიდან შვიდ დღემდე.

ქვემოთ მოცემულია ვაშლის 5 დღიანი დიეტის მენიუს მაგალითი.

დღესაუზმესადილივახშამი
I დღე2 ვაშლი1 ვაშლი3 ვაშლი
II დღე1 ვაშლი, ერთი ჭიქა უცხიმო ან სოიას რძე1 ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი2 ვაშლი
III დღე1 ვაშლი, შემწვარი კვერცხი1 ვაშლი, კიტრის და პომიდვრის სალათა1 ვაშლი, ბროკოლის და სტაფილოს სალათა
IV დღე1 ვაშლი, ბოსტნეულის სმუზი1 ვაშლი, ბოსტნეულის სუპი1 ვაშლი, ვეგეტარიანული ვრაპი
V დღე1 ვაშლი და 1 მოხარშული კვერცხი1 ვაშლი და შემწვარი ბოსტნეული1 ვაშლი, გამომცხვარი თევზი, სატაცური

ვაშლის დიეტა და წონაში კლება

მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი უდავოდ სასარგებლოა, მხოლოდ ვაშლზე დაყრდნობა არ არის მიზანშეწონილი წონის დაკლებისთვის.

დაბალანსებული მიდგომა აუცილებელია წონის დაკლების ნებისმიერი წარმატებული გეგმისთვის. მრავალფეროვანი და ჯანსაღი საკვების ჩართვა, ჰიდრატაციის შენარჩუნება და ვარჯიშის რუტინის შენარჩუნება ეფექტური დიეტის ძირითადი კომპონენტებია.

ვაშლი შეიძლება იყოს ღირებული დანამატი წონის დაკლების გეგმისთვის, რადგან ის მდიდარია კალიუმით, C ვიტამინით, ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებით და დაბალკალორიულია.

გარდა ამისა, ვაშლს აქვს სხვა სარგებელიც, როგორიცაა მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, იმუნური სისტემის გაძლიერება და სხვა.

შეჯამება

დასასრულს, ვაშლის დიეტა ეფექტურია, თუ წონაში დაკლება სწრაფად გსურთ. თუმცა, ეს უნდა იყოს მოკლევადიანი, მაქსიმუმ ერთკვირიანი და აუცილებლად უნდა მიირთვათ სხვა საკვებიც, რადგან შეავსოთ საკვები ნივთიერებების დანაკლისი.

სხვა დიეტები

ხმელთაშუა ზღვის პროდუქტი

ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მრავალფეროვანი და ჯანსაღი

ჯანსაღი საკვებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ძალიან სასარგებლო და გვთავაზობს საკვების და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს.

სხვადასხვა დაჭრილი ხილი

ხილის დიეტა: რადიკალური კვების რეჟიმი

ხილის დიეტა დასახელებიდან გამომდინარე გულისხმობს კვების წესის ცვლილებას და ხილზე გადასვლას, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა.

მწვანე ჩაი ჭიქაში

მწვანე ჩაის დიეტა: ცხიმის ჯანსაღი წვა

მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა მცენარეული ნაერთებით, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ოკინავას საკვები

ოკინავას დიეტა: კვების იაპონური სტილი

ოკინავა ცნობილია როგორც ლურჯი ზონა და ამ ზონებში მცხოვრები ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს სხვა მოსახლეობასთან შედარებით. სიცოცხლის