ბრინჯის სალათის რეცეპტი
უმარტივესი ბრინჯის სალათის რეცეპტი, რომელსაც სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება და არის ძალიან გემრიელი და ჯანსაღი საკვები.
მომზადების წესი
1
დაიწყეთ ბრინჯის მოხარშვა და ამასობაში წვრილად დაჭერით კიტრი, ხახვი, ოხრახუში, ზეთისხილი და პომიდორი გაჭერით შუაზე.
2
ბრინჯის სალათის დრესინგისთვის პატარა ჯამში მოათავსეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, ძირა, ორეგანო, მარილი და პილპილი.
3
მოხარშული ბრინჯი და დაჭრილი ინგრედიენტები მოათავსეთ დიდ ჯამში და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ დრესინგი და კიდევ ერთხელ, კარგად აურიეთ ერთმანეთში.
დრო25წთ
პორცია4
კალორია320
ინგრედიენტები
- 3 ჭიქა ბასმატის ბრინჯი
- 3 კიტრი
- 450 გრ ჩერი პომიდორი
- ½ წითელი ხახვი
- ¼ ჭიქა ზეთისხილი
- ¼ ჭიქა ოხრახუში
- ¼ ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 3 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
- 1 ჩ/კ ორეგანო
- ½ ჩ/კ ძირა
- ½ ჩ/კ მარილი
- ½ ჩ/კ შავი პილპილი