სოკოს სალათის რეცეპტი
მსუბუქი და მარტივი სოკოს სალათის რეცეპტი, რომელიც არის უგლუტენო და ვეგანური. ამ უგემრიელესი სალათის მოსამზადებლად საჭიროა სულ რამდენიმე ინგრედიენტი.
მომზადების წესი
1
დიდ თასში მოათავსეთ დაჭრილი ქამა სოკო, ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა და ოხრახუში.
2
დრესინგისთვის ცალკე თასში შეურიეთ ახლად გაწურული ფორთოხლის წვენი, ბალზამიკოს სოუსი, მარილი, შავი პილპილი და კარგად მოურიეთ.
3
მიღებული დრესინგი მოასხით სოკოს ნაზავს და კარგად აურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს.
4
მირთმევამდე, სოკოს სალათა მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით, რადგან გემოები კარგად გაუჯდეს.
დრო30წთ
პორცია6
კალორია20
ინგრედიენტები
- 250 გრ ქამა სოკო
- ½ ჭიქა წითელი ბულგარული წიწაკა
- ¼ ჭიქა ხახვი
- ¼ ჭიქა ოხრახუში
- ⅓ ჭიქა ფორთოხლის წვენი
- 1 ს/კ ბალზამიკო
- ⅓ ჩ/კ მარილი
- ⅙ ჩ/კ შავი წიწაკა