ვეგეტარიანული კვება: რა უნდა იცოდე

ნოემბერი 18, 2024
ვეგეტარიანული საჭმელი
სარჩევი

ვეგეტარიანული კვება ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში და ის დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან და ეთიკურ მიზეზებთან.

მაგრამ ამ კვების ზოგი ტიპი ეყრდნობა კალორიებით, შაქრით და ცხიმით გაჯერებულ საკვებს და ნაკლებია ბოსტნეულის, ხილის და ნუტრიენტებით მდიდარი საკვების წილი.

ამიტომ, საჭიროა გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია თუ რა არის ვეგეტარიანული კვება და არის თუ არა ის ჩვენთვის განკუთვნილი.

რა არის ვეგეტარიანული კვება

სალათის ფოთლები ჯამში

ვეგეტარიანული კვება გულისხმობს საქონლის, თევზის და ფრინველის ხორცის ჭამისგან თავის შეკავებას. მიზეზი შეიძლება იყოს რელიგია, ცხოველთა უფლებები, გარემოზე ზრუნვა ან უბრალოდ სწორი კვება.

ის ასევე შეიძლება გამორიცხავდეს ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიღებას. თუმცა, ის არ არის ისეთ მკაცრი, როგორიც ვეგანური დიეტა.

გამომდინარე ტიპიდან, შეზღუდული საკვების სია ერთმანეთისგან განსხვავდება. ძირითადი აკრძალვა ეხება ხორცს, თუმცა არიან ვეგეტარიანელები რომლებიც არ მიირთმევენ კვერცხს და რძის ნაწარმს.

ვეგეტარიანული კვების დროს უმეტესად ხდება ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმებით და ცილებით გაჯერებული საკვების მიღება.

ქვემოთ ჩამოთვლილია სხვადასხვა საკვები, რომელიც ვეგეტარიანელობის დროს შეგიძლიათ მიირთვათ:

  • ხილი: ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, ნესვი, ავოკადო, ატამი.
  • ბოსტნეული: ფოთლოვანი მწვანილი, სატაცური, ბროკოლი, პომიდორი, სტაფილო.
  • მარცვლეული: წიწიბურა, ბრინჯი, შვრია.
  • პარკოსნები: ოსპი, ლობიო, ბარდა.
  • თხილეული: ნუში, ნიგოზი, წაბლი.

ვეგეტარიანული კვების ტიპები

ბოსტნეული, თხილეული, მარცვლეული

როგორც უკვე აღინიშნა, ვეგეტარიანელობა იყოფა ტიპებად და მათ შორის სხვადასხვა შეზღუდვები არსებობს. მსგავსება დიდი თუმცა, ზოგი მათგანი უფრო მკაცრია.

ოვო-ვეგეტარიანული

ოვო-ვეგეტარიანული ტიპის დროს, ხორცთან ერთად არ ხდება რძის ნაწარმის მოხმარება – რძე, ყველი, კარაქი, არაჟანი, მაწონი, იოგურტი და სხვა.

თუმცა, ამ ტიპის მიმდევრები მიირთმევენ კვერცხს და კვერცხისგან დამზადებულ საკვებს. ეს შეიძლება იყოს ისეთი კერძი, როგორიცაა ომლეტი ან ნებისმიერი ნამცხვარი.

ლაქტო-ვეგეტარიანული

ლაქტო-ვეგეტარიანული კვება არის მცენარეული დიეტა, რომელიც მოიცავს რძის პროდუქტებს და მისგან დამზადებულ საკვებს. თუმცა აკრძალულია კვერცხი.

ანუ, შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანი, კარაქი, მაწონი და სხვა პროდუქტები, თუმცა არ მიირთმევთ კვერცხს და ხორცს.

ლაქტო-ოვო ვეგეტარიანული

ეს ტიპი ითვლება ყველაზე ტრადიციულ ვეგეტარიანულ ვარიაციად. ამ დროს იკრძალება მხოლოდ ხორცი და დაშვებულია კვერცხი და რძის ნაწარმი.

ეს შედარებით მარტივი ტიპია, რადგან გაქვთ სხვადასხვა ინგრედიენტისგან დამზადებული კერძების და სალათების ფართო არჩევანი.

ფლექსიტარული

ფლექსიტარული ტიპი საკმაოდ მოქნილი და გაცილებით მარტივია. ამ დროს დაშვებულია ცხოველური ნაწარმის პროდუქტი და ცოტაოდენი ხორციც კი.

უმეტესი ცილის მიღება ხდება მცენარეებიდან, შაქარი და დამუშავებული საკვები იზღუდება და დაშვებულია მცირე რაოდენობით ხორცი, მაგალითად, თევზი. ზოგი ადამიანი ამ ტიპს საერთოდ არ თვლის ვეგეტარიანულად.

პესკატარული

რაც შეეხება ამ ტიპს, მისი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ აქ დაშვებულია თევზი. ასევე, ზოგი ადამიანი ვინც ამ ტიპის კვებას მიჰყვება, მიირთმევს კვერცხს და რძის ნაწარმს.

პესკატარული დიეტა კარგია იმ მიზეზით, რომ თევზიდან ორგანიზმი იღებს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, რისი ნაკლებობაც არის ვეგეტარიანული კვების სხვა ტიპებში.

ვეგეტარიანელობის დადებითი მხარეები

სხვადასხვა ტიპის ბოსტნეული

ვეგეტარიანელობა დაკავშირებულია უამრავ სარგებელთან. ამ დიეტის დროს ხდება ისეთი ნივთიერებების მიღება, როგორიცაა ბოჭკო, ვიტამინი C, ვიტამინი E და მაგნიუმი.

წონის კონტროლი

ვეგეტარიანულ კვებაზე გადასვლა შეიძლება იყოს ეფექტური სტრატეგია, თუ წონაში დაკლებას ცდილობთ. კვლევებზე დაყრდნობით, სხვა დიეტებთან შედარებით, უფრო მარტივად ხდება წონაში კლება.

ასევე, ვეგეტარიანელებში სხეულის მასის ინდექსიც უფრო ნაკლებია – ორგანიზმის ცხიმის შემცველობის საზომი სიმაღლის და წონის მიხედვით.

კიბოს რისკის შემცირება

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ვეგეტარიანული დიეტა შეიძლება დაკავშირებული იყოს კიბოს დაბალ რისკთან – მათ შორის მკერდის, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის კიბოებთან.

თუმცა, ამჟამინდელი კვლევები შემოიფარგლება დაკვირვებით, რომელიც ვერ ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივ ურთიერთობას. ასევე, ზოგიერთმა კვლევამ გამოავლინა არათანმიმდევრული დასკვნები.

შაქრის დონის სტაბილიზაცია

ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვეგეტარიანულ კვებას შეუძლია სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის შენარჩუნება.

2800-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, არავეგეტარიანულიდან ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლა ასოცირებული იყო დიაბეტის 53%-ით შემცირებულ რისკთან საშუალოდ 5 წლის განმავლობაში.

შეჯამება

ასე, რომ ვეგეტარიანული კვება გულისხმობს ხორცზე და ცხოველურ პროდუქტებზე უარის თქმას და ბოსტნეულზე და ხილზე გადასვლას, თუმცა არსებობს ტიპები, სადაც დაშვებულია თევზი.

მსგავსი სტატიები

d ვიტამინის აბები

D ვიტამინის ნაკლებობა და სიმპტომები

ვიტამინი D არის საკვები ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების განვითარებაში, კუნთოვანი და იმუნური სისტემების ფუნქციონირებაში.

ჩიას თესლი პატარა ჯამში

ჩიას თესლი: ჯანსაღი ცხოვრების ინგრედიენტი

ალბათ გაგიგიათ, რომ ჩიას თესლი არის ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები. თუმცა, შეიძლება არ იცოდეთ ზუსტად

შუაზე გაჭრილი ავოკადოები

ავოკადოს სასარგებლო თვისებები

გარდა იმისა, რომ ავოკადო გემრიელი ხილია, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და ზოგადად კარგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საკვები დანამატები

საკვები დანამატები: რა უნდა იცოდე

ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა საკვები დანამატები, რომლის მთავარი მიზანია ორგანიზმს მიაწოდოს საჭირო და დეფიციტური საკვები