მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ ცომი და ორი სახეობის ყველი.

ცომეული
მეგრული ხაჭაპური

მომზადების წესი

1

პატარა თასში ათქვიფეთ საფუარი რძეში, სანამ არ დაიშლება. გააჩერეთ ოდნავ აქაფებამდე, დაახლოებით 5-10 წუთი. დაამატეთ და ათქვიფეთ კვერცხი და ზეთი.

2

დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, მარილი და დაამატეთ რძის ნარევი და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. გადაიტანეთ მაგიდაზე და მოზილეთ ცომი. შემდეგ მოათავსეთ ზეთიან ჭურჭელში, გადააფარეთ და დატოვეთ 1 საათით.

3

პატარა თასში აურიეთ იმერული ყველი, სულგუნი, კვერცხი და გადადგით. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ცომი გააბრტყელეთ და მიეცით წრის ფორმა, 2-3 მმ სისქე.

4

ყველის შიგთავსი მოათავსეთ ცომის ცენტრში და კარგად დალუქეთ. შემდეგ გააბრტყელეთ და ცენტრში გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი. ზემოდან მოაყარეთ 50 გრამი გახეხილი სულგუნი.

5

მეგრული ხაჭაპური გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ ყველი გადნობამდე, დაახლოებით 10-15 წუთი.

დრო1 სთ 30 წთ
პორცია4
კალორია500
ინგრედიენტები
  • 200 გრ იმერული ყველი
  • 150 გრ სულგუნი
  • 75 მლ თბილი რძე
  • ½ ჩ/კ საფუარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ს/კ ზეთი
  • 200 გრ უნივერსალური ფქვილი
  • 1 ჩ/კ მარილი