კეტჩუპის რეცეპტი
სახლში მომზადებული კეტჩუპის რეცეპტი, რომელიც არის ძალიან მარტივი, აქვს შესანიშნავი არომატი და უხდება მრავალ კერძს.
მომზადების წესი
1
პატარა ზომის ქვაბში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.
2
ადუღების შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. ხშირად აურიეთ.
3
ამის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და გააგრილეთ.
4
გაციების შემდეგ კეტჩუპი მოათავსეთ დალუქულ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.
დრო25 წთ
პორცია20
კალორია20
ინგრედიენტები
- 170 გრ ტომატის პასტა
- 1/4 ჭიქა თაფლი
- 1/2 ჭიქა თეთრი ძმარი
- 1/4 ჭიქა წყალი
- 1 ჩ/კ შაქარი
- 3/4 ჩ/კ მარილი
- 1/4 ჩ/კ ხახვის ფხვნილი
- 1/8 ჩ/კ ნივრის ფხვნილი