ძაძიკის რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი ბერძნული ძაძიკის რეცეპტი კიტრით, იოგურტით და ნივრით. არომატული სოუსი რომელიც უხდება სხვადასხვა კერძს თუ სალათას.

სოუსები
ძაძიკი

მომზადების წესი

1

კიტრი გახეხეთ ან დაჭერით წვრილად და მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. შემდეგ მოათავსეთ ხელსახოცში და გაწურეთ კარგად.

2

ერთ თასში მოათავსეთ დაჭყლეტილი ნიორი, დარჩენილი მარილი, თეთრი ძმარი, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.

3

შემდეგ დაამატეთ გაწურული კიტრი, იოგურტი, პილპილი, კამა ან პიტნა და კრაგად ამოურიეთ. დალუქეთ კონტეინერში და ძაძიკი შედგით მაცივარში 30-დან 60 წუთამდე.

4

სანამ მიირთმევთ, მოურიეთ და შეგიძლიათ დამატებით მოასხათ ზეითუნის ზეთი გემოვნებით.

დრო25 წთ
პორცია2
კალორია15
ინგრედიენტები
  • 1 კიტრი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ თეთრი ძმარი
  • 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2 ჭიქა ბერძნული იოგურტი
  • 1/4 ჩ/კ პილპილი
  • კამა ან პიტნა (სურვილისამებრ)