მარინარას რეცეპტი

იტალიური მარინარას რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს სოუსს, რომელიც ძალიან უხდება მაკარონს.

სოუსები
მარინარას სოუსი

მომზადების წესი

1

ბლენდერში მოათავსეთ პომიდორი, ტომატის პასტა, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, ორეგანო, მარილი და პილპილი. მოურიეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას.

2

გააცხელეთ ზეთი დიდ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ, ოდნავ შერბილებამდე, დაახლოებით 2 წუთი.

3

მიღებულ მასას დაამატეთ დაბლენდერებული პომიდვრის სოუსი და თეთრი ღვინო.

4

ადუღეთ დაახლოებით 30 წუთი და დროდადრო ურიეთ. მარინარას სოუსი მზად იქნება, როდესაც მიიღებთ სქელ კონსისტენციას.

დრო45 წთ
პორცია8
კალორია150
ინგრედიენტები
  • 2 ქილა ჩაშუშული პომიდორი
  • 1 ქილა ტომატის პასტა
  • 4 ს/კ ოხრახუში
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ ხმელი ორეგანო
  • 1 ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ შავი პილპილი
  • 6 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • ⅓ ჭიქა ხახვი
  • ½ ჭიქა თეთრი ღვინო