ბურგერის რეცეპტი
უმარტივესი ბურგერის რეცეპტი სახლში მოსამზადებლად, რისთვისაც დაგჭირდებათ საქონლის ხორცი და რამდენიმე დამატებითი ინგრედიენტი.
მომზადების წესი
1
პირველ რიგში, გააცხელეთ გრილი ან ტაფა და წაუსვით ზეთი.
2
შემდეგ, საშუალო თასში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და პილპილი.
3
დაამატეთ ფარში, პურის ნამსხვრევები და აურიეთ ხელით რომ კარგად შეერიოს. ბოლოს, გააკეთეთ 4 ცალი წრიული ფორმის კატლეტი.
4
მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე ან გრილზე, დააფარეთ თავზე და ბურგერი შეწვით 6-8 წუთის განმავლობაში თითო მხარე.
5
დაამატეთ პომიდორი, კიტრი ან კიტრის მწნილი, მდოგვი, მაიონეზი ან სასურველი ინგრედიენტი.
დრო25 წთ
პორცია4
კალორია300
ინგრედიენტები
- 4 ბურგერის პური
- 1 დიდი კვერცხი
- ½ ჩ/კ მარილი
- ½ ჩ/კ შავი პილპილი
- 450 გრ საქონლის ფარში
- ½ ჭიქა პურის ნამსხვრევები