პანინის რეცეპტი
პანინის რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ მარტივი სენდვიჩი, რომელიც არის ძალიან გემრიელი წასახემსებელი და უხდება სალათებს.
მომზადების წესი
1
პურის ორივე ნაჭრის ერთ მხარეს წაუსვით ზეითუნის ზეთი, ხოლო მეორე მხარეს თითო სუფრის კოვზი მაიონეზი.
2
ქვედა ნაჭერზე, მაიონეზის მხრიდან დაალაგეთ ლორი, ჩედარის ყველი, პომიდვრის და ხახვის ნაჭრები. ზემოდან დაადეთ პურის მეორე ნაჭერი.
3
გააცხელეთ გრილი საშუალო ან მაღალ ცეცხლზე და შეასხურეთ სამზარეულოს სპრეი. მოათავსეთ პანინი გრილზე და შეწვით ყველის გადნობამდე, 3-დან 5 წუთამდე თითო მხარე.
დრო20 წთ
პორცია1
კალორია800
ინგრედიენტები
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 ნაჭერი იტალიური პური
- 2 ს/კ მაიონეზი
- 3 ნაჭერი ლორი
- 2 ნაჭერი ჩედარი
- 1 ნაჭერი პომიდორი
- 1 ნაჭერი ხახვი