ჩიზბურგერის რეცეპტი

უგემრიელესი ჩიზბურგერის რეცეპტი, რომლის მომზადება მარტივად შეგიძლიათ სახლში და შესაძლებელია დაამატოთ სასურველი ინგრედიენტები.

სენდვიჩები
ჩიზბურგერი

მომზადების წესი

1

საქონლის ხორცი, სტეიკის სოუსი, პილპილი და ნივრის მარილი აურიეთ ერთ თასში და გააკეთეთ რვა თხელი კატლეტი.

2

ყველის ნაჭრები დაადეთ ერთმანეთს და გაჭერით ოთხ კვადრატად. თითო ყველის ნაჭერი მოათავსეთ ორ კატლეტს შორის.

3

გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და შეწვით კატლეტების თითო მხარე 4 წუთის განმავლობაში.

4

ბოლოს ააწყეთ ჩიზბურგერი – ფუნთუშებს შორის მოათავსეთ ხორცი, კიტრი, სალათის ფურცელი და სხვა ინგრედიენტები.

დრო40 წთ
პორცია4
კალორია570
ინგრედიენტები
  • 680 გრ საქონლის ფარში
  • 4 ნაჭერი პომიდორი
  • 12 ნაჭერი კიტრის მწნილი
  • 4 სალათის ფურცელი
  • 1 ს/კ სტეიკის სოუსი
  • 1 ჩ/კ შავი პილპილი
  • ¾ ჩ/კ ნივრის მარილი
  • 4 ნაჭერი ამერიკული ყველი
  • 4 ბურგერის ფუნთუშა