ბურიტოს რეცეპტი
ეს ბურიტოს რეცეპტი საშუალებას მოგცემთ მოამზადოთ ხორცით სავსე და ძალიან არომატული სენდვიჩი, რომელსაც შეგიძლიათ მიატანოთ სასურველი სოუსი.
მომზადების წესი
1
გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე და საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
2
საქონლის ხორცი და ხახვი ტაფით დადგით საშუალო ცეცხლზე. ურიეთ კოვზით და მიიყვანეთ ხორცი ყავისფერ შეფერილობამდე.
3
დაამატეთ ტაკოს სუნელი და მოშუშეთ კიდევ ერთი წუთი. ბოლოს შეურიეთ დაჭრილი ქინძი.
4
ტორტილებში ჩადეთ ლობიო, ბრინჯი, შემწვარი ფარში, ყველი და სალსა. კარგად შეკარით და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე.
5
გამოაცხვეთ 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და ბურიტო ოდნავ ხრაშუნა არ გახდება. შეგიძლიათ დაამატოთ გუაკამოლე.
დრო35 წთ
პორცია6
კალორია380
ინგრედიენტები
- 450 გრ უცხიმო საქონლის ფარში
- ½ ხახვი
- 30 გრ ტაკოს სუნელი
- 2 ს/კ ქინძი
- 6 ტორტილა
- 450 გრ დაჭყლეტილი ლობიო
- 1½ ჭიქა მექსიკური ყველი
- 2 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
- 1 ჭიქა სალსა