ცეზარის რეცეპტი
მსუბუქი და გემრიელი ცეზარის რეცეპტი, სალათა რომლის მომზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში მარტივად და სწრაფად.
მომზადების წესი
1
პატარა თასში მოათავსეთ და აურიეთ 3 კბილი დაჭრილი ნიორი, ვორჩესტერის სოუსი, მაიონეზი, 2 ს/კ გახეხილი ყველი პარმეზანი, ანჩოუსები, ლიმონის წვენი და მდოგვი. გემოვნებით მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და შედგით მაცივარში.
2
გააცხელეთ ზეთი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე. დარჩენილი ნიორი დაჭერით ოთხად და დაამატეთ ტაფაში. მოშუშეთ სანამ ყავისფერი არ გახდება და შემდეგ ამოიღეთ.
3
პურის კუბიკები შებრაწეთ იგივე, არომატიზებულ ზეთში, გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი და პილპილი.
4
სალათის ფოთლები მოათავსეთ თასში და დაამატეთ მომზადებული დრესინგი, დარჩენილი პარმეზანი და შებრაწული პურის კუბიკები.
დრო35 წთ
პორცია6
კალორია380
ინგრედიენტები
- 6 კბილი ნიორი
- 3/4 ჭიქა მაიონეზი
- 6 ს/კ პარმეზანი
- 5 ანჩოუსის ფილე
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
- 1 ს/კ ვორჩესტერის სოუსი
- 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
- 4 ჭიქა სუხარი
- 1 თავი სალათის ფოთოლი
- მარილი და შავი პილპილი