კარტოფილის სალათის რეცეპტი

კარტოფილის სალათის მარტივი და გემრიელი რეცეპტი, რომლის მომზადებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია და თან ძალიან მოკლე დროში.

სალათები
კარტოფილის სალათის რეცეპტი

მომზადების წესი

1

კარტოფილი გარეცხეთ და გაფცქვენით. დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.

2

დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მარილი და აადუღეთ. ჩაყარეთ კარტოფილი და ხარშეთ 12-15 წუთი, სანამ არ დარბილდება (მაგრამ არ გადაიხარშოს).

3

გადაწურეთ კარტოფილი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.

4

როზმარინი მოაცილეთ ტოტს და დაჭერით წვრილად, შეურიეთ ასევე წვრილად დაჭრილი ნიორი.

5

დიდ თასში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ღვინის ძმარი, დაჭრილი ნიორი და როზმარინი.

6

დაამატეთ გაგრილებული კარტოფილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ბოლოს კი მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და ფრთხილად აურიეთ. შეგიძლიათ დაამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვიც.

დრო30 წთ
პორცია4
კალორია150
ინგრედიენტები
  • 800 გრ კარტოფილი
  • 2-3 კბ ნიორი
  • 2 ღერი ახალი როზმარინი
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ წითელი ღვინის ძმარი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში