ტოლმა ვაზის ფოთოლში – რეცეპტი
არომატული ტოლმა ვაზის ფოთოლში, რეცეპტი რომლის დახმარებითაც ძალიან მარტივად მოამზადებთ ამ უგემრიელეს და დელიკატურ კერძს.
მომზადების წესი
გააცხელეთ ზეთი ქვაბში საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ ხახვი და მოშუშეთ დაახლოებით 5 წუთი. შეურიეთ ბრინჯი, დაფარეთ ცხელი წყლით, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 10 წუთი.
გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ტომატის პასტა, მოცხარი, ფიჭვის კაკალი, დარიჩინი, პიტნა, კამა, წიწაკა და ძირა. აურიეთ და გააციეთ 15 წუთი.
ვაზის ფოთლის ცენტრში მოათავსეთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზი ბრინჯის ნარევი, მოუკეცეთ გვერდები და შეახვიეთ მოგრძო ფორმის მისაღებად. გამზადებულ ქვაბში მოათავსეთ ფენებად.
ქვაბში ჩაასხით იმდენი თბილი წყალი, რომ პირველი ფენის ძირამდე მიაღწიოს. დააფარეთ და ტოლმა ვაზის ფოთოლში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30-45 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ წყალი.
- 230 გრ ვაზის ფოთოლი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 2 თავი ხახვი
- 1 ½ ჭიქა ბრინჯი
- 2 ს/კ ტომატის პასტა
- 2 ს/კ ხმელი მოცხარი
- 2 ს/კ ფიჭვის კაკალი
- 1 ს/კ დაფქული დარიჩინი
- 1 ს/კ გამხმარი პიტნა
- 1 ს/კ ხმელი კამა
- 1 ჩ/კ იამაიკური პილპილი
- 1 ჩ/კ დაფქული ძირა