კრუასანის რეცეპტი

უგემრიელესი და ფაფუკი კრუასანის რეცეპტი, კლასიკური ფრანგული დესერტი, რომელიც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ სახლში.

დესერტები
ექვსი პატარა კრუასანი

მომზადების წესი

1

თასში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, შაქარი და დაამატეთ 300 მლ ცივ წყალში გახსნილი საფუარი. მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში, გადააფარეთ და გააჩერეთ 2 საათით.

2

საცხობი პერგამენტის 2 ფურცელს შორის მოათავსეთ კარაქი და გააბრტყელეთ, დაახლოებით 20×15 სმ. ცომი გააბრტყელეთ 40×20 სმ მართკუთხედად და დაადეთ კარაქი ისე, რომ შუა მესამედი დაიფაროს.

3

ცომი ორი მხრიდან მოკეცეთ ისე, რომ ზუსტად ცენტრში შეიკრას და გააბრტყელეთ. შემდეგ გადაკეცეთ რამდენჯერმე ფენების მისაღებად და შეინახეთ მთელი ღამით.

4

მეორე დღეს კრუასანის ცომი გააბრტყელეთ დაახლოებით 60×30 სმ მართკუთხედად და კიდეები ჩამოაჭერით. გაჭერით შუაზე ისე, რომ მიიღოთ 2 გრძელი ზოლი და თითო ზოლი დაჭერით 6 ან 7 სამკუთხედად.

5

თითოეული სამკუთხედი ფორმის ცომი ოდნავ გაწელეთ კუთხეებიდან და შემდეგ ერთი კუთხიდან დაიწყეთ გადახვევა, რომ მიღოთ კრუასანის ფორმა. ბოლოები შემოუკეცეთ, გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე, გადააფარეთ ზეთიანი სამზარეულოს ცელოფანი და გააჩერეთ 2 საათით.

6

გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. ათქვიფეთ კვერცხი, შეურიეთ ცოტაოდენი მარილი და მოასხით თითო ნაჭერს. კრუასანი გამოაცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ოქროსფერი.

დრო1 სთ 50 წთ
პორცია12
კალორია350
ინგრედიენტები
  • 500 გრ ფქვილი
  • 1 ½ ჩ/კ მარილი
  • 50 გრ შაქარი
  • 15 გრ საფუარი
  • 300 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • ზეთი