ავოკადოს ტოსტის რეცეპტი
უმარტივესი ავოკადოს ტოსტის რეცეპტი, რომლის მომზადებას სჭირდება რამდენიმე წუთი და შეგიძლიათ გაამდიდროთ სასურველი ინგრედიენტით.
მომზადების წესი
1
პურის ნაჭრები გახუხეთ ტოსტერში ან ტაფაზე და ზემოდან წაუსვით გახეხილი ნიორი, ისე, რომ მთლიანი ზედაპირი დაიფაროს.
2
ავოკადო გათალეთ, დაჭერით და მოათავსეთ პატარა ჯამში. დაამატეთ ლიმონის წვენი, მარილი, შავი პილპილი და დანაყეთ. სასურველია, მასა იყოს ოდნავ სქელი.
3
პურის ნაჭრებს გადაუსვით ავოკადო და ზემოდან მოაყარეთ წითელი წიწაკა. ავოკადოს ტოსტი შეგიძლიათ მორთოთ დამატებითი ტოპინგით – პომიდვრით, მწვანილით, კიტრით და ა.შ.
დრო15 წთ
პორცია4
კალორია330
ინგრედიენტები
- 4 ნაჭერი პური
- 2 კბილი ნიორი
- 2 ავოკადო
- 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 1/4 ჩ/კ მარილი
- 1/4 ჩ/კ შავი პილპილი
- წითელი წიწაკა