ჩაქაფულის რეცეპტი
ყველასათვის საყვარელი ჩაქაფულის რეცეპტი, რომელიც არის უგემრიელესი კერძი ტყემლის არომატით, თუმცა შეიძლება ალუჩის გამოყენებაც.
მომზადების წესი
1
დაჭერით ბატკნის ხორცი და მოათავსეთ ქვაბში. დაასხით თეთრი ღვინო და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე 15–20 წუთის განმავლობაში. ზოგჯერ მოურიეთ.
2
ამასობაში, წვრილად დაჭერით ტარხუნის ფოთლები, ხახვი, ქინძი, მწვანე წიწაკა და ნიორი დაჭყლიტეთ.
3
დაჭრილი ინგრედიენტები, ნიორი და ტყემალი ჩაყარეთ ხორციან ქვაბში, დაამატეთ 1 ლიტრი წყალი, დააფარეთ თავსახური და 1 საათი ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე.
4
შიგადაშიგ ურიეთ და მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ მარილი გემოვნებით. შეგიძლიათ ჩაქაფული მიირთვათ შოთის პურთან ერთად.
დრო1 სთ 45 წთ
პორცია6
კალორია300
ინგრედიენტები
- 700 გრ ბატკნის ხორცი
- 200 გრ ტარხუნა
- 2 მწვანე წიწაკა
- 150 გრ ტყემალი
- 200 გრ მწვანე ხახვი
- 150 გრ ქინძი
- 200 მლ თეთრი ღვინო
- 30 გრ ნიორი
- მარილი