ხორციანი ბლინის რეცეპტი
გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი ხორციანი ბლინის რეცეპტი, რომელსაც აქვს შებრაწული ცომი და ბრინჯის და ხორცის ნაზავი შიგთავსი.
მომზადების წესი
ცომის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ 3 ჭიქა ცივი წყალი, 2 ჭიქა ფქვილი და ათქვიფეთ.
დაუმატეთ მწიკვი მარილი, 1 ს/კ ზეთი და გააჩერეთ 10 წუთით, რომ მზად იყოს შებრაწვისთვის.
ხორციანი ბლინის შიგთავსის მოსამზადებლად მოხარშეთ ხორცი და შემდეგ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
ამასობაში, მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, დაამატეთ 1 ს/კ უცხო სუნელი, დაფქული ქონდარი, წიწაკა და მარილი. შემდეგ დაამატეთ წინასწარ მოხარშული ბრინჯი, დაჭრილი ქინძი და კარგად აურიეთ.
გააცხელეთ ტაფა და დაასხით ერთი დიდი კოვზი თხელი ცომი. გაშალეთ ტაფის მთლიან ზედაპირზე და შებრაწეთ მხოლოდ ერთი მხარე. გაიმეორეთ პროცესი დარჩენილი ცომისთვის.
თითოეული ბლინის დაბრაწულ მხარეს მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი შიგთავსი, შეახვიეთ და ზეთიან ტაფაზე შებრაწეთ ორივე მხრიდან. ხორციანი ბლინები გემრიელია ცხელიც და ცივიც.
- 500 გრ ხორცი
- 3 კვერცხი
- 1 ს/კ ზეთი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1 ხახვი
- 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
- 1/2 ჩ/კ უცხო სუნელი
- ქინძი და ქონდარი
- მწარე წიწაკა და მარილი