ფუნთუშას რეცეპტი
ფუმფულა და გემრიელი ფუნთუშას რეცეპტი, რომელიც არის მარტივად მოსამზადებელია დესერტი საუზმისთვის, ჩაისთან მისაყოლებლად.
მომზადების წესი
1
თასში ჩაყარეთ ქიშმიში, დაასხით მდუღარე წყალი, გადაწურეთ და აურიეთ 2 ს/კ ფქვილი. ერთმანეთში აურიეთ 100 მლ თბილი რძე, საფუარი, 1 ჩ/კ ფქვილი და 1 ჩ/კ შაქარი და გააჩერეთ 10 წთ.
2
ამასობაში, დარჩენილი რძე გააცხელეთ და გაადნეთ კარაქი. დაამატეთ შაქარი, 1 კვერცხი, არაჟანი, მარილი, ვანილი და საფუვრის მასა. მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
3
ცომს შეურიეთ ქიშმიში, გადააფარეთ და გააჩერეთ რომ აფუვდეს.ამის შემდეგ, ცომისგან გააკეთეთ გუნდები, მოათავსეთ საცხობ ფორმებში და გააჩერეთ ნახევარი საათით.
4
ბოლოს კი, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და ფუნთუშა გამოაცხვეთ ღუმელში, 180 გრადუსზე.
დრო2 სთ
პორცია10
კალორია350
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 230 მლ რძე
- 50 გრ კარაქი
- 2 კვერცხი
- 120 გრ ქიშმიში
- 1 ს/კ ზეთი
- 50 გრ არაჟანი
- 20 გრ საფუარი
- 150 გრ შაქარი
- მარილი და ვანილი