ლობიოს რეცეპტი

მარტივად მოსამზადებელი ლობიოს რეცეპტი, რომელიც სურვილის მიხედვით, შეიძლება ამოიზილოს ან უბრალოდ მოიხარშოს.

კერძები
ლობიო

მომზადების წესი

1

ქვაბში ჩაყარეთ ლობიო, დაამატეთ წყალი და წამოდუღების შემდეგ, წყალი გადაასხით. დაამატეთ ახალი წყალი და მოხარშეთ ლობიო.

2

მოხარშვის შემდეგ ამოზილეთ და სასურველი სისქის მისაღებად, დაამატეთ ან მოაკელით წყალი. თუ არ გსურთ ამოზელილი ლობიო, შეგიძლიათ ეს საფეხური გამოტოვოთ.

3

ზეთიან ტაფაში მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ ტომატის პასტა და შეურიეთ ლობიოს.

4

ამის შემდეგ, ლობიოს დაამატეთ წიწაკა, ქონდარი, დაჭყლეტილი ნიორი, ქინძი, ნიახური, ოხრახუში კამა და ჩააგდეთ დაფნის ფოთლები. ხარშეთ 5-7 წუთი.

5

დასრულების შემდეგ დაამატეთ მარილი გემოვნებით და თქვენი ლობიო მზად არის.

დრო1 სთ 30 წთ
პორცია8
კალორია300
ინგრედიენტები
  • 1 კგ ლობიო
  • 2 ს/კ ტომატის პასტა
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 2 ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • დაფქული წითელი წიწაკა
  • დაფქული ქონდარი
  • ქინძი და ნიახური
  • ოხრახუში და კამა
  • მარილი