პრასი ნიგვზით რეცეპტი

პრასის რეცეპტი ნიგვზით, ძალიან ჯანსაღი, არომატული და გემრიელი ფხალი, რომელიც ქართული სუფრის განსაკუთრებული წარმომადგენელია.

სალათები
პრასი ნიგვზით

მომზადების წესი

1

პრასი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, მარილიან წყალში. ბოლოს გადაწურეთ და გადაიტანეთ თასში.

2

ამასობაში, ნიორი და ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ სუნელები, მწიკვი მარილი და წიწაკა.

3

შემდეგ ჩაამატეთ ძმარი, 200-240 მლ ანადუღარი ცივი წყალი და კარგად აურიეთ.

4

მოხარშული პრასი კარგად ამოავლეთ ნიგვზის მასაში და მიეცით პატარა ბურთულების ფორმა. რაოდენობა დამოკიდებულია ბურთულას ზომაზე.

5

გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ ბროწეული მარცვლები. პრასი ნიგვზით მზადაა.

დრო1 სთ
პორცია6
კალორია320
ინგრედიენტები
  • 1 კგ პრასი
  • 300 გრ ნიგოზი
  • 6 ს/კ ძმარი
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ხმელი ქინძი
  • 1 ს/კ უცხო სუნელი
  • 1 ს/კ ყვითელი ყვავილი
  • 1 ს/კ წითელი წიწაკა
  • ბროწეულის მარცვლები
  • მარილი