ყველის სოუსის რეცეპტი
კლასიკური და მარტივი ყველის სოუსის რეცეპტი, რომელიც მზადდება ძალიან სწრაფად და სჭირდება ძალიან ცოტა ინგრედიენტი.
მომზადების წესი
1
დიდ ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ ფქვილი, კარაქი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
2
დაიწყეთ ნელა მორევა და კარაქის გადნობის შემდეგ, მოუმატეთ მორევის ტემპს. ნელ-ნელა მიიღებთ შესქელებულ მასას.
3
შემდეგ განაგრძეთ მორევა 2 წუთით და დაამატეთ გახეხილი ყველი ჩედარი და მოურიეთ ყველის გადნობამდე.
4
ყველის სოუსი გააციეთ და მიირთვით სასურველ საკვებთან ერთად.
დრო15 წთ
პორცია6
კალორია200
ინგრედიენტები
- 500 მლ რძე
- 4 ს/კ ფქვილი
- 50 გრ კარაქი
- 100 გრ ჩედარი