ჟოლოს მუსის რეცეპტი
მარტივად მოსამზადებელი ჟოლოს მუსის რეცეპტი, ზაფხულში გასაგრილებელი კენკრის დესერტი რბილი ფაქტურით და გასაოცარი გემოთი.
მომზადების წესი
1
ჟელატინის ფენები მოათავსეთ თასში, დაფარეთ თბილი წყლით და გააჩერეთ 5 წუთი. გადაასხი წყალი და გაწურეთ ჟელატინი.
2
ჟოლო, ლიმონის წვენთან და შაქართან ერთად მოათავსეთ ტაფაში და მოამზადეთ საშუალო ან დაბალ ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში, სანამ კენკრა მთლიანად არ დაიშლება. გადაიტანეთ საცერში და მოაშორეთ თესლები.
3
შემდეგ შეურიეთ ჟელატინი და გასახსნელად კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ოდნავ შეათბოთ, თუ ჟელატინი არ გაიხსნა. დასრულების შემდეგ მიღებული მასა გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
4
მიქსერით ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ ან ზემოდან მოასხით ჟოლოს და ჟელატინის მასას. მოათავსეთ კონტეინერში და ჟოლოს მუსი შეინახეთ მაცივარში, მინიმუმ 6 საათით.
დრო25 წთ
პორცია6
კალორია270
ინგრედიენტები
- 2 ჟელატინის ფენა
- 350 გრ ჟოლო
- 60 გრ შაქარი
- 1 ლიმონის წვენი
- 500 მლ ნაღები