ჭვიშტარის რეცეპტი

უგემრიელესი ჭვიშტარის რეცეპტი, რომლის მომზადება არის საკმაოდ მარტივი, სჭირდება რამდენიმე ინგრედიენტი და ძალიან ცოტა დრო.

ცომეული
ჭვიშტარი

მომზადების წესი

1

თასში მოათავსეთ სიმინდის ფქვილი, ყველი და კვერცხი. კარგად აურიეთ, დაამატეთ წყალი საჭიროებისამებრ და მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში.

2

ტაფა გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე. დაასხით ზეთი იმდენი, რომ ტაფის ძირი დაიფაროს. ცომისგან მოამზადეთ თანაბარი ზომის ბურთულები და ოდნავ გააბრტყელეთ, ოვალური ფორმის მისაღებად.

3

ჭვიშტარი გამოაცხვეთ ორივე მხრიდან, სანამ არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

დრო35 წთ
პორცია8
კალორია150
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა სიმინდის ფქვილი
  • 1 ჭიქა ყველი
  • 1 კვერცხი
  • 1/2 ჭიქა ზეთი