რასგულას რეცეპტი
ინდური რასგულას რეცეპტი, ვარდის სურნელით გაჟღენთილი, ტკბილი და მსუბუქი ტრადიციული დესერტი. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია.
![რასგულა](https://fiber.ge/wp-content/uploads/rasgulas-recepti.webp)
მომზადების წესი
რძე მიიყვანეთ ადუღებამდე და ნელ-ნელა დაუმატეთ 2-3 ს/კ ძმარი და ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და რამდენიმე წუთით დააყოვნეთ.
მიღებული მასა ჩაასხით მუსლინის ქსოვილიან საცერში და გაწურეთ. ძმრის მოსაშორებლად გაავლეთ გამდინარე წყალში. ისევ გაწურეთ, შეკარით და დაკიდეთ 1 საათით.
ამის შემდეგ, მოათავსეთ თასში და მოურიეთ დაახლოებით 5 წუთი, ცომის მისაღებად. მთავარია, ძალიან არ გამაგრდეს და შემდეგ კი გააკეთეთ პატარა ბურთულები.
სიროფის მოსამზადებლად ტაფაში ჩაყარეთ შაქარი, 1 ლ წყალი, კარდამონი და ვარდის წყლის ექსტრაქტი.
მოათავსეთ საშუალო ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, სანამ ნარევი არ გახდება წებოვანი.
მოათავსეთ ცომის ბურთულები სიროფში, დააფარეთ თავსახური და მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
ბოლოს გადმოიღეთ თეფშზე, გააციეთ და მოაყარეთ ზაფრანა. დაელოდეთ, რომ რასგულა გაცივდეს და შემდეგ მიირთვით.
- 2 ლ რძე
- 3 ს/კ ძმარი
- ზაფრანა
- 200 გრ შაქარი
- 4 კარდამონი
- 1 ს/კ ვარდის წყლის ექსტრაქტი