პასკის რეცეპტი
ტრადიციული სააღდგომო პასკის რეცეპტი, უგემრიელესი და არომატული დესერტი, რომელიც განსაკუთრებული დღესასწაულისთვის მზადდება.

მომზადების წესი
დაახლოებით 2 ჩ/კ შაქარი ჩაყარეთ თბილ რძეში, დაამატეთ ცოტა ფქვილი და საფუარი. მოურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი რომ მიიღოთ თხევადი ცომის მასა. დააფარეთ და გადადგით განზე.
ერთმანეთში ათქვიფეთ კარაქი, შაქარი, მარილი, კვერცხები, არაჟანი და ყველა სანელებელი. ცომის ამოსვლის შემდეგ დაამატეთ ეს ნარევი და იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ დარბილებული ცომი.
შემდეგ ცომი მოათავსეთ თბილ ადგილზე და დაელოდეთ აფუებას. ამის შემდეგ კი ზეთიანი ხელებით მოზილეთ და გადადგით კიდევ ერთხელ ასაფუებლად.
მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში და გადაიტანეთ სპეციალურ, პასკის ფორმებში, რომელსაც შიგნიდან ექნება პერგამენტი. ცომმა ფორმის ნახევარზე ოდნავ მეტი უნდა დაფაროს.
ცომს უკვე დააცადეთ ფორმაშივე ამოვიდეს და შემდეგ პასკა შედგით ღუმელში გამოსაცხობად, საშუალო ტემპერატურაზე.
- 2 კგ ფქვილი
- 500 მლ რძე
- 480 გრ კარაქი
- 500 გრ შაქარი
- 240 გრ ქიშმიში
- 8 ცალი კვერცხი
- 1/2 ჭიქა ზეთი
- 2 ს/კ არაჟანი
- 1 ჩ/კ მარილი
- 3 ს/კ საფუარი
- 1 ს/კ დაფქული მუსკატი
- 1 ს/კ დაფქული კარდამონი
- 1/4 ს/კ დაფქული ჯანჯაფილი