მუჟუჟის რეცეპტი
კლასიკური ქართული მუჟუჟის რეცეპტი, რომელიც ღორის ფეხებისგან მზადდება, აქვს ჟელესებრი კონსისტენცია და სხვადასხვა სუნელები აძლევს გამორჩეულ გემოს.

მომზადების წესი
პირველ რიგში, კარგად გაასუფთავეთ და გარეცხეთ ღორის ფეხები. შემდეგ მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით მაღალ ცეცხლზე. დუღილის დროს მოხადეთ ქაფი.
მას შემდეგ რაც წამოდუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და დაამატეთ მთლიანი ხახვი კანის გარეშე, 3-4 ნაჭრად გაჭრილი სტაფილო, ნიახური, დაფნა, ქინძის თესლი, პილპილი და ხარშეთ დაახლოებით 3 საათი.
დარწმუნდით რომ ხორცი კარგად მოიხარშა, ძვალი თავისუფლად უნდა მოაცილოთ. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ ოდნავ გააციეთ და ამოიღეთ ხორცი ქვაბიდან.
მოაცილეთ ძვლები და ხორცი მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში. ხორცის ბულიონს მოხადეთ ზედმეტი ცხიმი და დაახლოებით ერთი ლიტრი გაწურეთ, დაუმატეთ მარილი და ძმარი და აადუღეთ.
მიღებული ბულიონი დაასხით ხორცს და შედგით მაცივარში. მუჟუჟი მიირთვით მეორე დღეს, თუმცა მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი ქინძი.
- 4 ღორის ფეხი
- 110 მლ ღვინის ძმარი
- 1 სტაფილო
- 3 დაფნა
- 1 ხახვი
- 1 ჩ/კ ქინძის თესლი
- ნიორი
- ნიახური და ქინძი
- მარილი და პილპილი