ბერძნული სალათის რეცეპტი

ტრადიციული ბერძნული სალათა, რომელიც მზადდება ახალი ბოსტნეულისგან და ზეითუნის ზეთზე დამზადებული დრესინგისგან. ქვემოთ მოცემული ბერძნული სალათის რეცეპტი გთავაზობთ მარტივ მომზადების წესს და ინგრედიენტების ჩამონათვალს.

სალათები
ბერძნული სალათა ჯამში

მომზადების წესი

1

პირველ რიგში, საჭიროა გაამზადოთ ინგრედიენტები. კიტრი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად, ხახვი და ნიორი წვრილად, პომიდორი და ზეთისხილი კი გაჭერით შუაზე.

2

ფეტა ყველი შეგიძლიათ დაჭრათ ან დატეხოთ, ხოლო მთლიანი ლიმონი ჩაწურეთ ჭიქაში. შემდეგ კი კიტრი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ზეთისხილი და ყველი მოათავსეთ დიდ ჯამში.

3

ცალკე პატარა თასში დაამატეთ ძმარი, ლიმონის წვენი, მდოგვი, ნიორი, ორეგანო, მარილი და პილპილი. ნელ-ნელა დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და აურიეთ, რადგან მიიღოთ ემულსირებული მასა.

4

მიღებული დრესინგი მოასხით დიდ ჯამში მოთავსებულ ინგრედიენტებს და აურიეთ კარგად. ბოლოს კი მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

დრო15წთ
პორცია4
კალორია396
ინგრედიენტები
  • 1 კიტრი
  • 470 გრ პატარა პომიდორი
  • 1 მწვანე ბულგარული წიწაკა
  • ½ ხახვი
  • 120 გრ ზეთისხილი
  • 110 გრ ფეტა ყველი
  • 80 მლ წითელი ღვინის ძმარი
  • 1 ლიმონი
  • 1 ჩ/კ დიჟონის მდოგვი
  • 2 კბილი ნიორი
  • ½ ჩ/კ ხმელი ორეგანო
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • ¼ ჩ/კ შავი პილპილი
  • ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი