ბრინჯის დიეტა: მკაცრი და შემზღუდველი

ოქტომბერი 9, 2024
სარჩევი

ბრინჯის დიეტა საკმაოდ საინტერესო, მაგრამ შემზღუდველი დიეტაა, რომელიც კამათის საგანიც გამხდარა. ის 1930-იან წლებში შეიქმნა და სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

თუმცა, წლების განმავლობაში გაჩნდა მისი სხვადასხვა ვერსია, რომლის მიზანი წონაში კლება გახდა. ამ სტატიაში გაეცნობით ამ დიეტის პრინციპებს, დადებით და უარყოფით მხარეებს.

რა არის ბრინჯის დიეტა

ბრინჯის მარცვლებით სავსე ტომარა

ბრინჯის დიეტა არის დიეტის ტიპი, რომელიც თავდაპირველად სამკურნალოდ გამოიყენებოდა და მოგვიანებით ჩვეულებრივ დიეტად იქცა. ის შექმნა ვოლტერ კემპნერმა 1939 წელს, მძიმე ჰიპერტენზიისა და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

კემპნერის ეს სამკურნალო დიეტა იყო მკაცრი და შემზღუდველი და მკურნალობის დროს, პაციენტები არ იღებდნენ არცერთ მედიკამენტს. დიეტა ძირითადად შედგებოდა თეთრი ბრინჯის, შაქრის, ხილისა და ხილის წვენებისგან. მისი რაციონი შეიცავდა დაახლოებით 2000 კალორიას, 20 გრამ ცილას და 700-1000 მლ სითხეს.

გარდა ამისა, ძალიან შემცირებული იყო ნატრიუმი – დაახლოებით 150 მლ დღეში. რამდენიმე თვის შემდეგ, თუ შედეგი დადებითი იყო, პაციენტებს აძლევდნენ მცირე რაოდენობით მჭლე ხორცს და ბოსტნეულს.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო საკმაოდ შემზღუდავი დიეტა და სამკურნალოდ იყო განკუთვნილი, მომდევნო წლებში შეიქმნა გამარტივებული ვარიაციები, წონაში დასაკლებად.

როგორ მუშაობს

ერთ-ერთი ასეთი და ყველაზე პოპულარული ვარიანტი არის “The Rice Diet Solution”, წიგნი, რომელიც 2006 წელს გამოიცა, კიტი და რობერტ როსატის ავტორობით.

ამ ვერსიის მიხედვით, ეს დიეტა ფოკუსირებულია გარკვეულ პრინციპებზე და წესებზე:

  • ნატრიუმის შეზღუდვა: დიეტა მკვეთრად ზღუდავს მარილის მიღებას, ჩვეულებრივ 500-1000 მგ დღეში, არტერიული წნევის შესამცირებლად.
  • კალორიების კონტროლი: თავდაპირველად, დიეტა ზღუდავს კალორიების მიღებას დღეში 1000 კალორიამდე, თანდათან იზრდება 1200-1500 კალორიამდე.
  • აქცენტი მცენარეულ საკვებზე: პრიორიტეტი ენიჭება მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს და პარკოსნებს, ხოლო რძის პროდუქტები და ცხოველური ცილები შეზღუდულია.

ბრინჯის დიეტის ფაზები

“The Rice Diet Solution”-ის მიხედვით, ბრინჯის დიეტა იყოფა სამ ფაზად, რომლის მიზანია ორგანიზმის გაწმენდა, წონაში დაკლება და მისი შენარჩუნება.

I ფაზა: ორგანიზმის წმენდა

პირველი ფაზის მიზანია, ორგანიზმი გაწმინდოს ჭარბი ნატრიუმისგან, ტოქსინებისგან და წყლისგან. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორგანიზმი თავადაც ახდენს დეტოქსიკაციას. ამიტომ, დიეტის საშუალებით წმენდა შეიძლება საჭირო არც იყოს..

ამ ეტაპზე მონაწილეები იცავენ მკაცრ რეჟიმს:

  • კვირაში ერთი დღე: ბრინჯის ძირითადი დიეტა (ორი სახამებელი და ორი ხილი თითოეულ კვებაზე)
  • დარჩენილი დღეები: ლაქტო-ვეგეტარიანული ბრინჯის დიეტა (მცენარეული საკვები უცხიმო რძის პროდუქტებით)
    • საუზმე: ერთი სახამებელი, ერთი უცხიმო რძის პროდუქტი და ერთი ხილი.
    • სადილი და ვახშამი: სამი სახამებელი, სამი ბოსტნეული და ერთი ხილი.

II ფაზა: წონაში კლება

მეორე ეტაპი ფოკუსირებულია წონაში დაკლებაზე და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლების დონეზე. ასევე, ყოველდღიური რაციონიც უფრო მრავალფეროვანია და დამატებით იღებთ 200 კალორიას.

  • ერთი დღე: ბრინჯის ძირითადი დიეტა
  • ხუთი დღე: ლაქტო-ვეგეტარიანული ბრინჯის დიეტა
  • ერთი დღე: ვეგეტარიანული და ბრინჯის დიეტა (მოიცავს პარკოსნებს)

III ფაზა: წონის შენარჩუნება

დასკვნითი ფაზის მიზანია სასურველი წონის შენარჩუნება და შედარებით მრავალფეროვანი გახადოს კვების რაციონი. მაგალითად, მცირე რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ თევზი, ავოკადო, რძის პროდუქტები.

  • ერთი დღე: ბრინჯის ძირითადი დიეტა
  • ოთხი დღე: ლაქტო-ვეგეტარიანული ბრინჯის დიეტა
  • ორი დღე: ვეგეტარიანული და ბრინჯის დიეტა

დადებითი და უარყოფითი მხარეები

მოხარშული თეთრი ბრინჯი თეფშზე

როგორც სხვა დიეტებს, ბრინჯის დიეტასაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პირველ რიგში, ის ყველასთვის არ არის განკუთვნილი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სპეციფიკურ მედიკამენტებს იღებს. დამატებით, კვების სტილის დრამატულმა ცვლილებებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას.

ასევე, არ არსებობს ამ დიეტის ღრმა, სამეცნიერო კვლევები, რომელიც მის უსაფრთხოებას ან ეფექტურობას ამტკიცებს. და კიდევ, ნებისმიერი დიეტის დაცვის წინ, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ პროფესიონალთან.

რაც შეეხება კონკრეტულად ბრინჯის დიეტის სასარგებლო თვისებებს და რისკებს, ქვემოთ ჩამოთვლილია მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი.

დადებითი მხარეები:

  • ქმნის კალორიების დეფიციტს, რაც დროთა განმავლობაში იწვევს წონის დაკლებას.
  • ხელს უწყობს ხილისა და ბოსტნეულის მიღებას.
  • ფოკუსირებულია მკვებავ ნახშირწყლებზე, როგორიცაა ბრინჯი, კარტოფილი და შვრიის ფაფა.
  • სასარგებლოა მათთვის, ვინც ვერ იცავს დაბალი ნახშირწყლების დიეტას.

უარყოფითი მხარეები:

  • ცილების დაბალმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მასის შემცირება.
  • კალორიების მკაცრმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე ან თავბრუსხვევა.
  • აუცილებელი საკვები ნივთიერებების ნაკლებობა.
  • ცხიმოვანი მჟავების შეზღუდვა, რაც იწვევს ომეგა 3-ის დეფიციტს.

შეჯამება

ბრინჯის ეს დიეტა წარმოადგენს სტრუქტურირებულ მიდგომას წონის დაკლებისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. აქცენტი კეთდება მთლიან, დაუმუშავებელ საკვებზე და ნატრიუმის შემცირებულ მიღებაზე. თუმცა, გამომდინარე მისი მკაცრი შეზღუდვებისა, ის ყველასთვის არ არის განკუთვნილი.

სხვა დიეტები

ხმელთაშუა ზღვის პროდუქტი

ხმელთაშუა ზღვის დიეტა: მრავალფეროვანი და ჯანსაღი

ჯანსაღი საკვებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის დიეტა არის ძალიან სასარგებლო და გვთავაზობს საკვების და პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს.

სხვადასხვა დაჭრილი ხილი

ხილის დიეტა: რადიკალური კვების რეჟიმი

ხილის დიეტა დასახელებიდან გამომდინარე გულისხმობს კვების წესის ცვლილებას და ხილზე გადასვლას, თუმცა არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა.

მწვანე ჩაი ჭიქაში

მწვანე ჩაის დიეტა: ცხიმის ჯანსაღი წვა

მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა მცენარეული ნაერთებით, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ოკინავას საკვები

ოკინავას დიეტა: კვების იაპონური სტილი

ოკინავა ცნობილია როგორც ლურჯი ზონა და ამ ზონებში მცხოვრები ადამიანები ცოცხლობენ დიდხანს სხვა მოსახლეობასთან შედარებით. სიცოცხლის