მწვანე ჩაი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი სასმელია. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა მცენარეული ნაერთებით, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
მრავალი ადამიანის გამოცდილებით, მწვანე ჩაის დიეტას შეუძლია გაზარდოს ცხიმების წვა და გამოიწვიოს წონაში დაკლება.
რა არის მწვანე ჩაის დიეტა
მწვანე ჩაის დიეტა გულისხმობს დღეში 4 ფინჯანი მწვანე ჩაის დალევას. პირველი ფინჯანი აუცილებლად დილით, საუზმემდე და შემდეგ თითო-თითო ყოველი ჭამის წინ.
ეს მარტივი დიეტის გეგმა არ მოითხოვს თქვენი კვების რაციონის შეცვლას. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად უნდა იკვებოთ სწორად და სასურველია ფიზიკური აქტივობაც.
ანტიოქსიდანტები და ვიტამინები დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე, ხოლო ყოველი ჭამის წინ ჩაის მიღება გამოიწვევს სისავსის შეგრძნებას. შესაბამისად, მიიღებთ ნაკლებ კალორიას.
მწვანე ჩაი და წონაში კლებეა
კოფეინის შემცველობის გამო, მწვანე ჩაი ხელს უწყობს მეტაბოლიზმს, ცხიმის წვას და გვეხმარება წონის დაკლებაში. თუმცა, მხოლოდ ამით მიიღებთ მინიმალურ შედეგს.
ამიტომ, მხოლოდ ჩაის საშუალებით წონის კონტროლი არ არის მიზანშეწონილი. აუცილებელია სხვა მეთოდებიც, როგორიცაა ვარჯიში, ჯანსაღ საკვებზე გადასვლა, სწორი დიეტის არჩევა და სხვა.
მწვანე ჩაის დიეტის დადებითი მხარეები
თუმცა გარდა დიეტისა და წონის კონტროლისა, მწვანე ჩაი ზოგადად ძალიან სასარგებლოა და მისი ყოველდღიურად მოხმარება, დადებითად აისახება თქვენს ორგანიზმზე.
მწვანე ჩაის დიეტის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ რამდენიმე სარგებელს.
ცხიმის წვა
მწვანე ჩაი შეიცავს სასარგებლო ნაერთებს, როგორიცაა კოფეინი და კატექინი, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმების წვას. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს ყავაზე ნაკლებ კოფეინს, რაოდენობა მაინც საკმარისია ცხიმების წვისთვის.
ძირითადი სარგებელი მომდინარეობს მაღალი ანტიოქსიდანტების შემცველობით, განსაკუთრებით კატექინებით, როგორიცაა ეპიგალოკატექინ გალატი (EGCG), რომელიც შეიძლება დაეხმაროს მეტაბოლიზმის გაძლიერებას.
კალორიის წვა
მწვანე ჩაის ექსტრაქტი და მისი ძირითადი კომპონენტი, EGCG, ეხმარება მეტაბოლიზმის ზრდას, რაც დაგეხმარებათ დაწვათ მეტი კალორია დასვენების დროსაც კი. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ზრდა ჩვეულებრივ მერყეობს 3%-დან 4%-მდე, ზოგ შემთხვევაში კი 8%.
მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭარბწონიანმა პირებმა, რომლებიც იღებენ მწვანე ჩაის ექსტრაქტს, საშუალოდ დაიკლეს 3.3 კგ და დაწვეს 183-ზე მეტი კალორია დღეში სამი თვის შემდეგ.
რამდენი კალორია გჭირდება
გამოიყენე კალკულატორი და გაიგე, თუ რამდენი კალორიის მიღება გჭირდება.
ცხიმის მობილიზება უჯრედებში
ცხიმის ეფექტურად დასაწვავად, სხეულმა უნდა დაშალოს ის ცხიმოვან უჯრედებში და გაუშვას სისხლში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის აქტიურ ნაერთებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ამ პროცესს.
კოფეინს და EGCG-ს, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება მწვანე ჩაიში, შეუძლიათ ერთად იმუშაონ და გააძლიერონ ცხიმის მობილიზაცია. ეს საშუალებას მისცემს მეტი ცხიმის გამოყოფას სისხლში ენერგიის გამოყენებისთვის უჯრედების მიერ.
შეჯამება
როგორც ვხედავთ, მწვანე ჩაის დიეტა არა მარტო წონის საკონტროლებლად არის კარგი, არამედ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მისი ყოველდღიური გამოყენება სხვა საშუალებებთან ერთად, მოგცემთ დადებით შედეგს.