ვაშლის დიეტა საკმაოდ პოპულარულია, რადგან ის არის ჯანსაღი და გემრიელი ხილი და საკმაოდ მოკლე ხანში შეიძლება შედეგის დანახვა.
თუმცა, სანამ მის დაცვას დაიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ სხვადასხვა დეტალი ამ დიეტის შესახებ, რადგან თავიდან აირიდოთ არასასურველი პრობლემები.
რა არის ვაშლის დიეტა
ვაშლის დიეტა არის წონის დაკლების მოკლევადიანი გეგმა, რომელიც გრძელდება 5-7 დღე. ამ დროს, თქვენ მთლიანად ანაცვლებთ რომელიმე კვებას ვაშლით, ან ურევთ მას სხვადასხვა საკვებში.
რადგან ვაშლი დაბალკალორიულია, მაგრამ მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებითა და მინერალებით, მისი საშუალებით მარტივად შეიძლება წონაში დაკლება, ხელს უშლის ცხიმის შეწოვას და იწვევს სისავსის შეგრძნებას.
გასათვალისწინებელია, რომ ასეთმა შეზღუდულმა კვებამ შესაძლოა ორგანიზმი ვერ უზრუნველყოს ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით. ამიტომაც, ამ დიეტის დაცვა ერთ კვირაზე მეტი ხნით არ არის რეკომენდებული.
უარყოფითი მხარეები
ვაშლის დიეტა არ არის გამონაკლისი და სხვა დიეტების მსგავსად, მასაც აქვს გარკვეული უარყოფითი თვისებები, რის შესახებაც აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინფორმაციას.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი ძალიან სასარგებლო ხილია, მხოლოდ მისმა ჭამამ შეიძლება გარკვეული უარყოფითი გავლენა იქონიოს ორგანიზმზე. ზოგადად ეს ეხება ყველა ხილის დიეტას, მაგალითად როგორიცაა გრეიპფრუტის დიეტა.
უარყოფითი მხარეებიდან, რომელიც ვაშლის დიეტას ახასიათებს, გამოსაყოფია:
- გაზები და შებერილობა: ვაშლის მოხმარების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა, ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო. ამის შესამცირებლად, რეკომენდებულია წყლის მოხმარების გაზრდა.
- ვაშლის ალერგია: ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალერგია ვაშლის მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში, გათლილი ვაშლის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ალერგიული რეაქციების შემცირებას, მაგრამ მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია.
- პესტიციდების ზემოქმედება: ჩვეულებრივად მოყვანილი ვაშლი ხშირად შეიცავს პესტიციდების მაღალ დონეს, რაც საკმაოდ “აბინძურებს” ხილს. შესაძლებელია მისი ჩანაცვლება ორგანული ვაშლით, თუმცა მას შედარებით მაღალი ფასი აქვს.
რა ვჭამოთ და რას ავარიდოთ თავი
რა თქმა უნდა, ვაშლის დიეტის დროს თქვენ იღებთ სხვა საკვებსაც. თუმცა, არსებობს გარკვეული ტიპის საკვები რომლის მიღებაც უნდა შეწყვიტოთ. ამით უკეთეს შედეგს მიიღებთ.
ქვემოთ ჩამოთვლილია ვაშლის დიეტის დაცვის დროს დაშვებული და აკრძალული პროდუქტი და საკვები.
დაშვებულია:
- ხილი
- ფოთლოვანი ბოსტნეული
- კვერცხი
- თევზი
- დაბალცხიმიანი რძე
- ჯანჯაფილი
- ნიორი
- ზეითუნის ზეთი
- ხილის და ბოსტნეულის სმუზი
აკრძალულია:
- კარაქი
- მაიონეზი
- ქოქოსის რძე
- ალკოჰოლი
- გაზიანი სასმელი
- საქონლის ხირცი
- ღორის ხორცი
- ქათმის კანი
ვაშლის 5 დღიანი დიეტის მენიუ
თუ ვაშლის დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, აუცილებელია მიჰყვეთ გეგმას. მკაცრად განსაზღვრული მენიუ არ არსებობს, თუმცა პირველ დღეს სასურველია მიირთვათ მხოლოდ ვაშლი.
დანარჩენ დღეებში ვაშლს ურევთ სხვადასხვა საკვებს რომლის მირთმევაც შეიძლება და ეს გრძელდება ხუთიდან შვიდ დღემდე.
ქვემოთ მოცემულია ვაშლის 5 დღიანი დიეტის მენიუს მაგალითი.
დღე | საუზმე | სადილი | ვახშამი |
---|---|---|---|
I დღე | 2 ვაშლი | 1 ვაშლი | 3 ვაშლი |
II დღე | 1 ვაშლი, ერთი ჭიქა უცხიმო ან სოიას რძე | 1 ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი | 2 ვაშლი |
III დღე | 1 ვაშლი, შემწვარი კვერცხი | 1 ვაშლი, კიტრის და პომიდვრის სალათა | 1 ვაშლი, ბროკოლის და სტაფილოს სალათა |
IV დღე | 1 ვაშლი, ბოსტნეულის სმუზი | 1 ვაშლი, ბოსტნეულის სუპი | 1 ვაშლი, ვეგეტარიანული ვრაპი |
V დღე | 1 ვაშლი და 1 მოხარშული კვერცხი | 1 ვაშლი და შემწვარი ბოსტნეული | 1 ვაშლი, გამომცხვარი თევზი, სატაცური |
ვაშლის დიეტა და წონაში კლება
მიუხედავად იმისა, რომ ვაშლი უდავოდ სასარგებლოა, მხოლოდ ვაშლზე დაყრდნობა არ არის მიზანშეწონილი წონის დაკლებისთვის.
დაბალანსებული მიდგომა აუცილებელია წონის დაკლების ნებისმიერი წარმატებული გეგმისთვის. მრავალფეროვანი და ჯანსაღი საკვების ჩართვა, ჰიდრატაციის შენარჩუნება და ვარჯიშის რუტინის შენარჩუნება ეფექტური დიეტის ძირითადი კომპონენტებია.
ვაშლი შეიძლება იყოს ღირებული დანამატი წონის დაკლების გეგმისთვის, რადგან ის მდიდარია კალიუმით, C ვიტამინით, ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებით და დაბალკალორიულია.
გარდა ამისა, ვაშლს აქვს სხვა სარგებელიც, როგორიცაა მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, იმუნური სისტემის გაძლიერება და სხვა.
შეჯამება
დასასრულს, ვაშლის დიეტა ეფექტურია, თუ წონაში დაკლება სწრაფად გსურთ. თუმცა, ეს უნდა იყოს მოკლევადიანი, მაქსიმუმ ერთკვირიანი და აუცილებლად უნდა მიირთვათ სხვა საკვებიც, რადგან შეავსოთ საკვები ნივთიერებების დანაკლისი.