ბელგიური ვაფლის რეცეპტი

ბელგიური ვაფლის რეცეპტი, რომლითაც შეძლებთ მოამზადოთ უგემრიელესი ტკბილეული სახლში. ის იქნება სასიამოვნოდ ხრაშუნა, ხოლო შიგნიდან მსუბუქი და ფუმფულა.

დესერტები
ბელგიური ვაფლი მწვანე თეფშზე

მომზადების წესი

1

წინასწარ გააცხელეთ ვაფლის საცხობი. დიდ თასში ათქვიფეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, მარილი და დარიჩინი.

2

საშუალო თასში კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა ხელის მიქსერით, ხოლო სხვა თასში შეურიეთ კვერცხის გული, მცენარეული ზეთი, რძე და ვანილის ექსტრაქტი.

3

კვერცხის გულის მიქსს დაუმატეთ ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. შემდეგ, კი შეურიეთ კვერცხის ცილის მიქსს. ბოლოს, მიღებული მასა დაასხით გაცხელებულ ვაფლის საცხობზე და დაელოდეთ გამოცხობას.

4

გამოცხობის შემდეგ, ბელგიური ვაფლი შეგიძლიათ მიირთვათ კარაქთან, სიროფთან, მარწყვთან ან ნებისმიერ სხვა ტოპინგთან ერთად.

დრო35წთ
პორცია8
კალორია319
ინგრედიენტები
  • 2 1/4 ჭიქა უნივერსალური ფქვილი
  • 1 ს/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 1/2 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 2 კვერცხი
  • 1/2 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 2 ჭიქა რძე
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მსგავსი რეცეპტები