გუაკამოლეს რეცეპტი
ჩვენი გუაკამოლეს რეცეპტი დაგეხმარებათ მარტივად და სწრაფად მოამზადოთ სოუსი, რომელიც საუკეთესოა ნებისმიერ ჩიფსთან მისაყოლებლად.
მომზადების წესი
1
პირველ რიგში მოამზადეთ ინგრედიენტები – გახეხეთ ავოკადო, დაჭყლიტეთ ნიორი, დაჭერით ქინძი, პომიდორი, ხახვი და გაწურეთ ლაიმი.
2
მოათავსეთ ავოკადო, ლაიმის წვენი და მარილი საშუალო ზომის თასში. შემდეგ დაამატეთ პომიდორი, ხახვი, ქინძი, ნიორი და კარგად აურიეთ ერთმანეთში.
3
ბოლოს, დაამატეთ წიწაკა გემოვნებით. გუაკამოლე შეგიძლიათ 1 საათით შეინახოთ თავდახურული მაცივარში, გემოს გასაუმჯობესებლად.
დრო20 წთ
პორცია4
კალორია250
ინგრედიენტები
- 3 ავოკადო
- 1 ლაიმი
- 1 ჩ/კ მარილი
- 2 პომიდორი რომა
- ½ ჭიქა ხახვი
- 3 ს/კ ქინძი
- 1 ჩ/კ ნიორი
- 1 მწიკვი წითელი წიწაკა