ლაზანიას რეცეპტი

ლაზანია არის კლასიკური იტალიური კერძი, რომელიც მზადდება ხორცისგან და ყველისგან. ქვემოთ მოცემულია ლაზანიას რეცეპტი, შემავალი ინგრედიენტებით და დეტალური ინსტრუქციით, თუ როგორ შეგიძლიათ მოამზადოთ ეს უგემრიელესი კერძი.

კერძები
ლაზანია თეფშზე

მომზადების წესი

1

საქონლის ფარში მოათავსეთ ტაფაში და მოთუშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. ზედმეტი ცხიმი გადაწურეთ და გადაიტანეთ თეფშზე გასაციებლად.

2

დიდ თასში მოათავსეთ რიკოტას ყველი, რძე, კვერცხები, პარმეზანის ყველი, რეჰანი, მარილი და პილპილი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთნამეთში, რადგან მიიღოთ კარგად შერეული, ნაზი მასა.

3

მოთუშული საქონლის ფარშის ნახევარი მოათავსეთ მიღებულ მასაში და კარგად აურიეთ.

4

ქვაბით აადუღეთ მარილიანი წყალი და მოათავსეთ ლაზანიას ფირფიტები და ხარშეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ფირფიტები უნდა გახდეს ოდნავ რბილი. შემდეგ გადაწურეთ და გაავლეთ ცივ წყალში.

5

ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსზე და საცხობ ფირფიტაზე თხლად წაუსვით პომიდვრის სოუსი.

6

დააწყვეთ ლაზანიას ფირფიტების მესამედი საცხობ ფირფიტაზე, ზემოდან მოათავსეთ რიკოტას და ფარშის ნაზავი და წაუსვით პომიდვრის სოუსი. გაიმეორეთ პროცესი რომ გამოვიდეს ორი ფენა.

7

მიღებულ ორ ფენაზე, ზემოდან მოათავსეთ დარჩენილი ფირფიტები და გადაუსვით პომიდვრის სოუსი.

8

შეახვიეთ ფოლგაში და მოათავსეთ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და დატოვეთ ღუმელში 25-30 წუთი, სანამ ზედაპირი არ შეიბრაწება. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ლაზანია დააყოვნეთ 15 წუთით და მიირთვით.

დრო1სთ 30წთ
პორცია7
კალორია500
ინგრედიენტები
  • 1 პაკეტი ლაზანიას ფირფიტა
  • 500 გრ საქონლის ფარში
  • 700 გრ რიკოტას ყველი
  • 1 ჭიქა რძე
  • 3 კვერცხი
  • 50 გრ გახეხილი პარმეზანის ყველი
  • 2 ჩ/კ ხმელი რეჰანი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1/2 ჩ/კ დაფქვილი შავი პილპილი
  • 700 მლ პომიდვრის სოუსი