მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი
მარტივად მოსამზადებელი მეგრული ხაჭაპურის რეცეპტი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ ცომი და ორი სახეობის ყველი.
მომზადების წესი
პატარა თასში ათქვიფეთ საფუარი რძეში, სანამ არ დაიშლება. გააჩერეთ ოდნავ აქაფებამდე, დაახლოებით 5-10 წუთი. დაამატეთ და ათქვიფეთ კვერცხი და ზეთი.
დიდ თასში მოათავსეთ ფქვილი, მარილი და დაამატეთ რძის ნარევი და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. გადაიტანეთ მაგიდაზე და მოზილეთ ცომი. შემდეგ მოათავსეთ ზეთიან ჭურჭელში, გადააფარეთ და დატოვეთ 1 საათით.
პატარა თასში აურიეთ იმერული ყველი, სულგუნი, კვერცხი და გადადგით. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ცომი გააბრტყელეთ და მიეცით წრის ფორმა, 2-3 მმ სისქე.
ყველის შიგთავსი მოათავსეთ ცომის ცენტრში და კარგად დალუქეთ. შემდეგ გააბრტყელეთ და ცენტრში გაუკეთეთ პატარა ნახვრეტი. ზემოდან მოაყარეთ 50 გრამი გახეხილი სულგუნი.
მეგრული ხაჭაპური გადაიტანეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ ყველი გადნობამდე, დაახლოებით 10-15 წუთი.
- 200 გრ იმერული ყველი
- 150 გრ სულგუნი
- 75 მლ თბილი რძე
- ½ ჩ/კ საფუარი
- 2 კვერცხი
- 1 ს/კ ზეთი
- 200 გრ უნივერსალური ფქვილი
- 1 ჩ/კ მარილი