მოჩის რეცეპტი

ტრადიციული იაპონური მოჩის რეცეპტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მოამზადოთ ეს უნიკალური აზიური დესერტი. მარტივი საფეხურებით და ინგრედიენტების ჩამონათვალით.

დესერტები
თეთრი მოჩის ბურთულები თეფშზე

მომზადების წესი

1

წითელი ლობიოს პასტა შეფუთეთ ალუმინის ფოლგაში და გასამყარებლად შედგით საყინულეში, მინიმუმ 1 საათი.

2

შეურიეთ წებოვანი ბრინჯის ფქვილი და მწვანე ჩაის ფხვნილი (მატჩა) მიკროტალღური ღუმელისთვის უსაფრთხო თასში. დაამატეთ წყალი, შაქარი და აურიეთ რომ მიიღოთ გლუვი მასა.

3

დააფარეთ პლასტმასის თავსახური და შედგით მიკროტალღურ ღუმელში, 3-4 წუთი. ამასობაში, წითელი ლობიოს პასტა გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით 8 თანაბარ ბურთულად.

4

გამოიღეთ ბრინჯის ფქვილის ნაზავი მიკროტალღური ღუმელიდან, მოურიეთ და გააცხელეთ თავდახურული, კიდევ 15-30 წამი.

5

მაგიდის ზედაპირი დანამეთ სიმინდის სახამებლით, 2 ს/კ ცხელი ბრინჯის ფქვილიდან გააკეთეთ ბურთულა, გააბრტყელეთ და ცენტრში მოათავსეთ ერთი ბურთი გაყინული წითელი ლობიოს პასტა და შეკარით ცომი.

6

ბურთულას მოაყარეთ სიმინდის სახამებელი და მოჩი მოათავსეთ მაფინის ქაღალდში. გაიმეორეთ იგივე პროცესი სხვა ბურთულების დასამზადებლად და მიირთვით.

დრო1სთ 35წთ
პორცია8
კალორია183
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა ტკბილი წითელი ლობიოს პასტა
  • 1 ჭიქა წებოვანი ბრინჯის ფქვილი
  • 1 ჩ/კ მწვანე ჩაის ფხვნილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1/4 ჭიქა თეთრი შაქარი
  • 1/2 ჭიქა სიმინდის სახამებელი