ომლეტის რეცეპტი

სწრაფი ომლეტის რეცეპტი, რომელიც მზადდება კვერცხით, პომიდვრით, ბაზილიკით და ყველით. შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი ინგრედიენტი მეტი არომატისთვის.

კერძები
ომლეტი პომიდვრით

მომზადების წესი

1

კვერცხი ათქვიფეთ თასში. დაჭერით ბაზილიკის ფოთლები და პომიდვრები გაჭერით შუაზე.

2

ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი გემოვნებით. მოათავსეთ ჩერი პომიდვრები და შეწვით 1 წუთის განმავლობაში.

3

დაუწიეთ ცეცხლს, მოაყარეთ ბაზილიკის ფოთლები და მოასხით ათქვეფილი კვერცხი, ისე, რომ მთლიან ტაფაზე თანაბრად გადანაწილდეს.

4

მას შემდეგ, რაც კვერცხი გამკვრივდება, თუმცა ზედაპირი ჯერ კიდევ უმია, მოაყარეთ გახეხილი ყველი. თუმცა, ყველის მოყრა შეგიძლიათ მომზადების შემდეგაც.

5

როდესაც ომლეტი ბოლომდე შეიწვება, გადაკეცეთ და გადაიტანეთ თეფშზე.

დრო15წთ
პორცია1
კალორია320
ინგრედიენტები
  • 2 კვერცხი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 2 ს/კ გახეხილი ჩედარი
  • 3 ღერი ბაზილიკი
  • 4 ჩერი პომიდორი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი