ქათმის ფრთების რეცეპტი
ეს არის ქათმის ფრთების რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად მოამზადოთ ხრაშუნა და ცხარე წასახემსებელი სხვადასხვა სიტუაციისთვის.
მომზადების წესი
1
გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე. კონტეინერში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი, ჩილის ფხვნილი, ნივრის ფხვნილი, მარილი და პილპილი.
2
შეანჯღრიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში აირიოს კარგად. შემდეგ დაამატეთ ქათმის ფრთები და გაიმეორეთ პროცესი.
3
ფრთები დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით ღუმელში, 30-45 წუთით. მიირთვით ცხელი.
დრო45 წთ
პორცია10
კალორია520
ინგრედიენტები
- 10 ქათმის ფრთა
- 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 3 კბილი ნიორი
- 2 ჩ/კ ჩილის ფხვნილი
- 1 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
- მარილი და შავი პილპილი