შუს რეცეპტი
უგემრიელესი შუს რეცეპტი, ნამცხვარი რომელსაც აქვს კრემიანი ფაფუკი შიგთავსი და დაბრაწული, რბილი ცომი. შესანიშნავია ჩაისთან ან ყავასთან ერთად.
მომზადების წესი
საშუალო ცეცხლზე აურიეთ კარაქი, წყალი, რძე, მარილი, 1 ს/კ შაქარი და ურიეთ კარაქის გადნობამდე. მიიყვანეთ ადუღებამდე, შეამცირეთ სითბო და დაუმატეთ ფქვილი. ურიეთ სანამ არ მიიღებთ სქელ ცომს და გადაიტანეთ თასში გასაციებლად.
ცომი ათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ თითო თითო კვერცხი, დაახლოებით 30 წამის ინტერვალით. ათქვიფეთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. შეგიძლიათ ცომი შეინახოთ მაცივარში და მოგვიანებით გამოაცხოთ.
ამასობაში მოამზადეთ კრემიც. მიქსერის გამოყენებით, ათქვიფეთ ნაღები, 2 ს/კ შაქარი და ვანილის ექსტრაქტი საშუალო სიჩქარით, დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. უნდა მიიღოთ გლუვი მასა.
გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დანამეთ წყლით. ცომი გადაიტანეთ კრემის მოსართავში და საცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ პატარა ბურთულების სახით. ზემოდა წაუსვით რძის და კვერცხის ნარევი.
გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეამცირეთ სითბო 175°C-მდე და გააგრძელეთ გამოცხობა კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ღუმელიდან და ბოლომდე გააგრილეთ.
ამის შემდეგ შუაზე გაჭერით თითო ნამცხვარი და შეავსეთ მომზადებული კრემით, რომელსაც შეგიძლიათ ასევე შეურიოთ ჯემი ან სასურველი შიგთავსი. შუ შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში.
- 115 გრ უმარილო კარაქი
- 300 მლ სქელი ნაღები
- 120 მლ წყალი
- 120 მლ რძე
- 1/4 ჩ/კ მარილი
- 3 ს/კ შაქარი
- 1/2 ჩ/კ ვანილი
- 125 გრ უნივერსალური ფქვილი
- 4 დიდი კვერცხი
- 1 კვერცხი ათქვეფილი 1 ს/კ რძესთან