სოიოს სოუსის რეცეპტი
სოიოს სოუსის რეცეპტი სახლში მოსამზადებლად, რომლისთვისაც დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი და ცოტაოდენი მოთმინება.
მომზადების წესი
ქვაბში ჩაყარეთ სოია, დაამატეთ 3 ჭიქა წყალი და აადუღეთ. შემდეგ, დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 1.5 საათის განმავლობაში. გადაიტანეთ საკვების პროცესორში და დააბლენდერეთ.
სოიას პიურე გადაიტანეთ ჯამში, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ. მიღებული ცომი დაჭერით 5-6 სმ ნაჭრებად.
დაალაგეთ სამზარეულოს სველ ხელსახოცზე, დააფარეთ მეორე სველი ხელსახოცი, შეფუთეთ ცელოფანში და შეინახეთ 7 დღით.
ამის შემდეგ, ნაჭრები დაალაგეთ საცხობ ფირფიტებზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს და გამოაშრეთ მზეზე, ყავისფერ შეფერილობამდე. ამით მიიღებთ კოჯის.
ფერმენტაციისთვის ჯამში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მარილი და მოურიეთ. დაამატეთ გამომშრალი სოია და დააფარეთ. სოია უნდა დაიშალოს წყალში, რასაც შეიძლება 6 თვე დასჭირდეს.
როდესაც მთლიანად დაიშლება, გადაასხით ბოთლებში. სოიოს სოუსი მზად არის და ასევე, შეგიძლიათ შეინახოთ.
- 450 გრ სოია
- 350 გრ ფქვილი
- 220 გრ მარილი
- 3.7 ლ წყალი