ტაკოს რეცეპტი
ეს ტაკოს რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი მექსიკური სენდვიჩი. სიცხარისთვის შეგიძლიათ დაამატოთ წიწაკა.
მომზადების წესი
1
ტაფაზე შეწვით საქონლის ხორცი საშუალო ცეცხლზე, 8-10 წუთის განმავლობაში, დროდადრო აურიეთ, სანამ არ გახდება ყავისფერი. ბოლოს გადაწურეთ.
2
ხორცს შეურიეთ სალსა, გააცხელეთ ადუღებამდე და მუდმივად ურიეთ. შეამცირეთ სითბო და განაგრძეთ პროცესი 5 წუთი, დროდადრო აურიეთ.
3
დასრულების შემდეგ გადაიტანეთ ცალკე თასში და სითბოს შესანარჩუნებლად, გადააფარეთ.
4
გააცხელეთ პურები, მოათავსეთ ხორცის თბილი მასა, დაამატეთ პომიდორი, სალათის ფურცელი, ყველი და მიირთვით ტაკო.
დრო45 წთ
პორცია10
კალორია190
ინგრედიენტები
- 450 გრ უცხიმო საქონლის ხორცი
- 1 ჭიქა სალსა
- 10 ტაკოს პური
- სალათის ფოთოლი
- 1 პომიდორი
- 1 ჭიქა ჩედარის ყველი