ტერიაკის რეცეპტი

სახლში მოსამზადებელი ტერიაკის რეცეპტი, რომელიც უხდება ქათმის ხორცს, თევზს, და სხვადასხვა შემწვარ თუ მოხარშულ ხორცეულს.

სოუსები
ტერიაკის სოუსი

მომზადების წესი

1

პატარა თასში აურიეთ 1 ჭიქა წყალი, სოიას სოუსი, ყავისფერი შაქარი, თაფლი, ჯანჯაფილი, ნივრის ფხვნილი და დადგით საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით 1 წუთი.

2

1/4 ჭიქა ცივ წყალში ჩაყარეთ სახამებელი და მოურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. შემდეგ დაამატეთ ტერიაკის სოუსში.

3

ტერიაკი ხარშეთ და ურიეთ შესქელებამდე, 5-7 წუთის განმავლობაში.

დრო15 წთ
პორცია12
კალორია20
ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა წყალი
  • ¼ ჭიქა ცივი წყალი
  • ¼ ჭიქა სოიას სოუსი
  • 5 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
  • 1 ს/კ თაფლი
  • ½ ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი
  • ¼ ჩ/კ ნივრის ფხვნილი
  • 2 ს/კ სიმინდის სახამებელი