სტაფილოს სალათის რეცეპტი

ეს სტაფილოს სალათის რეცეპტი დაგეხმარებათ მარტივად მოამზადოთ გემრიელი და ჯანსაღი სალათა. დაგჭირდებათ სულ რამდენიმე ინგრედიენტი და ძალიან ცოტა დრო.

სალათები
სტაფილოს სალათა ჯამში

მომზადების წესი

1

დიდ თასში მოათავსეთ გახეხილი სტაფილო და ქიშმიში და კარგად აურიეთ.

2

პატარა თასში ათქვიფეთ მაიონეზი, ლიმონის წვენი და მარილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3

ერთ ჯამში მოათავსეთ სტაფილოს, ქიშმიშის და მაიონეზის ნარევი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გასაციებლად შედგით მაცივარში, მინიმუმ 30 წუთით.

დრო35წთ
პორცია6
კალორია167
ინგრედიენტები
  • 450 გრ გახეხილი სტაფილო
  • 1 ¼ ჭიქა ქიშმიში
  • 3 ს/კ მაიონეზი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • ¼ ჩ/კ მარილი