კომბოსტოს სალათის რეცეპტი
კომბოსტოს სალათის რეცეპტი დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი და ხრაშუნა აზიური სალათა. ეს არის ცოცხალი ინგრედიენტების შემცველი უმარტივესი სალათა.
მომზადების წესი
პირველ რიგში, წვრილად დაჭერით კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ქინძი და გახეხილ სტაფილოსთან ერთად მოათავსეთ თასში. დაამატეთ ედამამეს მარცვლები და მოურიეთ.
გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე, ნუში გაანაწილეთ ერთ ფენად უცხიმო საცხობ ფირფიტაზე და მოხალეთ 4-6 წუთის განმავლობაში. თუ საჭირო გახდა, გადაატრიალეთ, რომ ყველა მხარე მოიხალოს. ამის შემდეგ, დაამატეთ თასში მოთავსებულ ინგრედიენტებს.
საშუალო ზომის თასში აურიეთ ბრინჯის ძმარი, თაფლი, სოიას სოუსი, არაქისის კარაქი და ჯანჯაფილი. მიღებული მასა მოასხით სალათას და აურიეთ, რადგან კარგად გადანაწილდეს.
უმჯობესია, თუ 30 წუთით გააჩერებთ, რადგან გემოები კარგად გაუჯდეს სალათას და შემდეგ მიირთვით.
- ½ ჭიქა ნუში
- ½ მწვანე კომბოსტო
- ½ წითელი კომბოსტო
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 ჭიქა სტაფილო
- 1 ჭიქა ედამამე
- ½ ჭიქა ქინძი
- ¼ ჭიქა ბრინჯის ძმარი
- 2 ს/კ თაფლი
- 2 ს/კ სოიას სოუსი
- 1 ს/კ არაქისის კარაქი
- 1 ს/კ დაფქული ჯანჯაფილი